გიორგი კახიანი - საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ნიშნავს, რომ თუ მოქალაქეების მიერ ადგილი ექნება გადაცდომებს, ხელისუფლებას აუცილებელი ზომებისთვის მეტი ბერკეტი ექნება

მნიშვნელოვანია, მოსახლეობის მხრიდან იყოს იმგვარი დამოკიდებულება, რომ არა კანონის ძალით და იძულებით ვმოქმედებდეთ, არამედ - ჩვენი თვითშეგნებით, - ამის შესხებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა განაცხადა.

მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, ხელისუფლებას ექნება მეტი ბერკეტი, რომ მოქალაქეების მხრიდან დაფიქსირებულ დარღვევებზე რეაგირება მოახდინოს.

„საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ნიშნავს იმას, რომ თუ მოქალაქეების მხრიდან ადგილი ექნება გადაცდომებს, ხელისუფლებას ექნება მეტი ბერკეტი, რათა აუცილებელი ზომები მიიღოს. ამიტომ ამ თვალსაზრისით საგანგებო მგომარეობის გამოცხადებამ ბევრი საკითხი, შესაძლოა, სხვაგვარად გადაწყვიტოს. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობის მხრიდან იყოს იმგვარი დამოკიდებულება, რომ არა კანონის ძალით და იძულებით ვმოქმედებდეთ, არამედ - ჩვენი თვითშეგნებით, რომ ჩვენი მოქმედებით არ დავაზიანოთ სხვები და ისე ვიმოქმედოთ, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის არის სასარგებლო. თუმცა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან იქნება მეტი შესაძლებლობა, რომ დარღვევებზე მეტი ზომა იქნეს მიღებული,“ - განაცხადა კახიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო