ბადრი ფირცხელიანი - ვიდრე ასეთი მდგომარეობაა, დროებით გადავდოთ ყველანაირი პარტიული ინტერესები და კინკლაობა

დღეს ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ არსებულ გამოწვევას, რაც გულისხმობს ქვეყნის სიყვარულს და იმ ელემენტარული წესის დაცვას, რასაც ჰქვია "დაიცავი შენი თავი და ამით დაიცავ შენს ირგვლივ მყოფთ", - ამის შესახებ “პატრიოტთა კავშირის” თავმჯდომარე, “სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის” პოლიტსაბჭოს წევრი, ბადრი ფირცხელიანი აცხადებს.

მისი თქმით, მედპერსონალის მოქმედება გმირობის ტოლფასია.

“ჩემო მეგობრებო, თანამებრძოლებო უფალმა კიდევ ერთხელ მოგვცა იმის შანსი, რომ გავერთიანდეთ უხილავ მტერთან ბრძოლაში. ეს პანიკა არ არის, ეს არის ჩვეულებრივ მტერთან ბრძოლა. ეს ვირუსები იყო და კიდევ არაერთხელ იქნება მსოფლიოში. ეს კიდევ ერთი გამოწვევაა ჩვენი ხალხისთვის. მე ვფიქრობ, რომ დღეს ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ არსებულ გამოწვევას, რაც გულისხმობს ქვეყნის სიყვარულს და იმ ელემენტარული წესის დაცვას, რასაც ჰქვია "დაიცავი შენი თავი და ამით დაიცავ შენს ირგვლივ მყოფთ". კიდევ ვიმეორებ ჩემო მეგობრებო, ეს არ არის შიში, კარგი ნათქვამია: სიფრთხილეს თავი არ სტკივა". მთელი მედპერსონალის მოქმედება გმირობის ტოლფასია - თენგიზ ცერცვაძე, ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე, მარინა ეზუხბაია და მედიცინის ყველა მუშაკი, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად იბრძვის ჩვენი მოქალაქეების გადასარჩენად. როგორც ვხედავთ მთავრობამ არსებული რესურსების გათვალისწინებით გადადგა ქმედითი ნაბიჯები. ყველა პარტია ხომ ვაცხადებთ, რომ ყველაფერი ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის გვინდა. ვიდრე ასეთი მდგომარეობაა (სავარაუდოდ გამოცხადდება საგანგებო მდგომარეობა) დროებით გადავდოთ ყველანაირი პარტიული ინტერესები და კინკლაობა. ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება და მერე "დავერიოთ" ერთმანეთს პოლიტიკურ ასპარეზზე”, - აცხადებს ბადრი ფირცხელიანი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა