მამუკა მდინარაძე აფგან მუხთარლის განცხადებაზე - თუ ოდნავ რაციონლური და რეალური შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია, მაშინ ეს საგამოძიებო ორგანოების კომპტენეციაა

თუ ოდნავ რაციონლური და რეალური შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია, მაშინ ეს საგამოძიებო ორგანოების კომპტენეციაა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ბრალდებას, რომ ქართულ მხარეს მის გატაცებაში 3 მლნ დოლარი გადაუხადეს. მდინარაძის თქმით, ეს საკითხი საგამოძიებო ორგანოების კომპეტენციაა და არა - პარლამენტის წევრის.

„თუ ოდნავ რაციონალური და რეალური შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია და შეიძლება, რომ სიმართლესთან ჰქონდეს შეხება, მაშინ ეს საგამოძიებო ორგანოების კომპტენეციაა და არა პარლამენტარის. ჩვენ ამაზე ვერაფერს დავამატებთ. ყველა მსგავს განცხადებაზე კომენტარის კეთება შეიძლება ზედმეტიც იყოს,“ - განაცხადა მდინრაძემ.

აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ მის გატაცებაში ქართულ მხარეს 3 მლნ დოლარი გადაუხადა.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისში 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფება. აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით - აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდის და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით ჰქონდა წაყენებული. 2018 წლის 12 იანვარს აზერბაიჯანულმა სასამართლომ აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მიმდინარე წლის მარტში კი მუხთარლი ციხიდან გაათავისუფლეს. არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ინფორმაციით, ციხიდან გათავისუფლების შემდეგ აფგან მუხთარლი გერმანიაში წავიდა სადაც მისი ცოლ-შვილი იმყოფება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა