კახა კალაძე მოსახლეობას - დარჩით სახლში, თუ გადაუდებელი აუცილებლობა არ არის, არ გამოხვიდეთ ქალაქში

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მოსახლეობას სახლში დარჩენისა და ხალხმრავალ ადგილებში ყოფნისგან თავის შეკავებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

როგორც კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა, აუცილებელია იმ რეკომენდაციების გათვალისწინება, რომელსაც სამედიცინო სფეროს სპეციალისტები გასცემენ.

„მინდა მივმართო საზოგადოებას, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, რომ ყველამ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რომელსაც დარგის სპეციალისტები გვეუბნებიან. მაქსიმალურად თავი შევიკავოთ ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისგან, ურთიერთობისგან, ხელის ჩამორთმევა -გადაკოცნისგან და ა.შ. დარჩით სახლში, თუ გადაუდებელი აუცილებლობა არ არის, არ გამოხვიდეთ ქალაქში“,- განაცადა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა