კახა კალაძის განცხადებით, შემთხვევა, რომ საბავშვო ბაღში აღსაზრდელებისთვის განკუთვილი პროდუქტი არ იყოს, არ დაფიქსირებულა

დედაქლაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, შემთხვევა, რომ საბავშვო ბაღში აღსაზრდელებისთვის განკუთვილი პროდუქტი არ იყოს, არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც 176-ე ბაღში პროდუქტების არქონის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

„არც ერთი ასეთი შემთხვევა არ ფიქსირდება. ყველა ბაღის აღსაზრდელის მშობელს ექნება შესაძლებლობა მობრძანდეს და მიიღოს ბავშვისთვის განკუთვნილი რაციონი. ორ კვირაში ერთხელ ექნებათ ამ საკვების სახლში წაღების შესაძლებლობა“,- განაცხადა კალაძე.

თბილისის მერმა ასევე ოპოზიციის იმ ინიციატივასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვასაც გასცა პასუხი, რომლის მიხედვითაც კომუნალური გადასახადების დასაფარავად 120-ლარიანი ვაუჩერები უნდა გაიცეს.

„ყველა ღონისძიებასთან დაკავშირებით, რაც შეეხება არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებას და იმას, რომ საზოგადოებას მხარში დაუდგეს ხელისუფლება, უახლოეს მომავალში გადაწყვეტილებები იქნება მიღებული და საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება“, - განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს