დეა მეტრეველი - მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ და განათლების სამინისტრომ კულტურის სფეროში დამოუკიდებელი სახელოვნებო ორგანიზაციების და მათში დასაქმებული მოქალაქეების დასახმარებლად შესაბამისი თანხების მობილიზება მოახდინოს

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ და განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, მოახდინონ სამინისტროს 2020 წლის ბიუჯეტის დროული რესტრუქტურიზაცია და შესაბამისი თანხების მობილიზება კულტურის სფეროში დამოუკიდებელი სახელოვნებო ორგანიზაციების და მათში დასაქმებული ჩვენი მოქალაქეების დასახმარებლად , - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს ერთ-ერთმა წევრმა მედეა მეტრეველმა განაცხადა.

,,დღეს ყველა სფეროს წარმომადგენელი თანაბრად დიდი გამოწვევის წინაშე დადგა. დამერწმუნეთ, არანაკლებ მძიმე ვითარებაა კულტურის სფეროში. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ არასაბიუჯეტო დამოუკიდებელ სახელოვნებო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანები და მათი ოჯახებიც არანაკლებ დააზარალა. ჩაშლილი ფესტივალები, პროექტები, პროგრამები, შეჩერებული მცირე ბიზნესები... საუბარია არა მხოლოდ დარგების ეკონომიკურ ჭრილში დანახულ სამომავლო კრიზისზე, ასევე ქვეყანაში წარმატებული კულტურული ლანდშაფტის სრულ კოლაფსზე.

არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ და საქართველოს განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, მოახდინონ სამინისტროს 2020 წლის ბიუჯეტის დროული რესტრუქტურიზაცია და შესაბამისი თანხების მობილიზება კულტურის სფეროში დამოუკიდებელი სახელოვნებო ორგანიზაციების და მათში დასაქმებული ჩვენი მოქალაქეების დასახმარებლადაც. შესაბამისი სახსრების მობილიზება მარტივად შესაძლებელია პროექტ Check in Georgia-სთვის განკუთვნილი 20 მილიონიანი ფონდიდან, ასევე იმ არაერთი გაუქმებული საერთაშორისო პროექტის ბიუჯეტებიდან, რომლებიც 2020 წელს, სამწუხაროდ, უკვე ვეღარ განხორციელდება“, - აცხადებს მეტრეველი.

მისივე განცხადებით, განათლებისა და კულტურის სამინისტრომ აუცილებლად უნდა მოიწვიოს მრგვალი მაგიდა, სადაც, დამოუკიდებელი სახელოვნებო ორგანიზაციების და ექსპერტების მონაწილეობით, იმსჯელებენ შემოქმედებითი ინდუსტრიების წინაშე არსებულ გამოწვევებზე და მათი რეკომენდაციების და საჭიროებების გათვალისწინებით, მთავრობის ანტიკრიზისულ სამოქმედო გეგმაში, შეძლებისდაგვარად, ასახავენ სპეციალური პროგრამებს, რაც ამ სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის და მათი ოჯახებისთვის მნიშვნელოვანი დახმარება იქნება.

„ანალოგიურ ფორმატში, ასევე ყველა სამინისტრომ უნდა გააგრძელოს კომუნიკაცია თავის სფეროში არსებული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რათა ჩვენმა ქვეყანამ ეფექტური ანტიკრიზისული გეგმა შეიმუშაოს და მომზადებული დახვდეს პანდემიის შემდგომი მოსალოდნელი მძიმე შედეგების დაძლევას. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ჩვენს სამედიცინო პერსონალს, მესაზღვრეებს, პოლიციელებს, ჟურნალისტებს თავდაუზოგავი შრომისა და პროფესიონალიზმისთვის ჩვენი ქვეყნისთვის ამ ურთულეს დღეებში", - განაცხადა მედეა მეტრეველმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა