გიგა ბოკერია - რეზერვების ხარჯვა არაფერს უშველის, თუ ეკონომიკური სტრატეგია არ არის ძალაში

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, არსებული რეზერვების ხარჯვა არაფერს უშველის თუ ხელისუფლების ეკონომიკური სტრატეგია არ არის ძალაში.

„რეზერვები გაიხარჯება და კიდევ უფრო მეტი პანიკა იქნება. ამიტომ ვთავაზობთ ჩვენ, „ევროპული საქართველო“, უკვე ამდენი ხანია გადასახადების დაწევას, საპენსიო რეჟიმის შეჩერებას მაინც თუ გაუქმებას არა და საბიუჯეტი დეფიციტის შემცირებას, უაზრო ხარჯების შემცირებით. ეს არის ერთადერთი გზა, რაც შეანელებს ამ დარტყმას. რეზერვების ხარჯვა ამ ყველაფრის დროში გადაწევას ახდენს და საბოლოო ჯამში, პანიკას დაუმატებს იმიტომ, რომ არ აღმოიფხვრება მიზეზი, რატომ მიდის საქმე ცუდად“, - განაცხადა ბოკერიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო