ამირან გამყრელიძე - თუ გიორგი ვაშაძეს შეუძლია დაგვეხმაროს და ტესტები ჰუმანიტარული წესით გადასცეს ქვეყანას, ამაზე მხოლოდ მადლობელი ვიქნებით

მადლობა ბატონ გიორგი ვაშაძეს ინფორმაციისთვის, ინფორმაცია ძალიან ბევრი გვაქვს, თუ მას შეუძლია დაგვეხმაროს და ტესტები ჰუმანიტარული წესით გადასცეს ქვეყანას, ამაზე მხოლოდ მადლობელი ვიქნებით, - ასე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე „ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძის შეთავაზებას, რომ მას შეუძლია შესაბამისი უწყებები ტესტების მომწოდებელ კომპანიებთან დააკავშიროს.

რიგორც გამყრელიძემ აღნიშნა, მომავალ კვირაში ჩინეთი საქართველოს ათას ტესტს გადასცემს.

„დიდი მადლობა ბატონ გიორგის ამ შემოთავაზებისთვის. მე მეგონა შემოგვთავაზებდა, რომ გვაჩუქებდა ტესტებს და ძალიან დიდ მადლობას გადავუხდიდი იმიტომ, რომ მე ახლა გვარს არ დავასახელებ, მაგრამ რამდენიმე ადამიანმა შესწირა და გადმოგვცა ტესტიც და ასევე, სხვათაშორის, ფულადი სახსრებითაც დაეხმარა დაავადებათა კონტროლის ცენტრს. როცა ჩვენ მოვრჩებით და ეპიდემია ჩაქრება ქვეყანაში, ყველა მათგანს ჩვენ სათითაოდ დიდ მადლობას გადავუხდით. დაკავშირება მომწოდებლებთან ნამდვილად არ გვჭირდება იმიტომ, რომ ყოველდღიურად ჩვენთან შემოდის საშუალოდ ათი კომპანიიდან მაინც შემოთავაზება ტესტების მოწოდებასთან დაკავშირებით და ლუგარის ცენტრის პერსონალი აანალიზებს მონაცემებს და გადაცემული აქვს სამინისტროს, რადგან სამინისტრო აპირებს ცენტრალიზებულად მთელი რიგი ტესტების შეძენას. ასევე, პირდაპირი მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩინეთთან, კორეასთან რათა გარკვეული რაოდენობა გადმოგვცენ. იცით, რომ გასულ კვირას ჩინეთმა ძალიან სერიოზული აპარატურა გვაჩუქა დონაციის საშუალებით და მომავალ კვირაში ათას ტესტს გადმოგვცემს. ეს მუშაობა სეიროზულად მიმდინარეობს და ბატონ გიორგის მადლობა ამ ინფორმაციისთვის, ინფორმაცია ძალიან ბევრი გვაქვს, თუ მას შეუძლია დაგვეხმაროს და ტესტები ჰუმანიტარული წესით გადასცეს ქვეყანას, ამაზე მხოლოდ მადლობელი ვიქნებით“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს