საქართველო ბედნიერების რეიტინგში 156 ქვეყანას შორის 117-ე ადგილს იკავებს

გაერო-ს მიერ გამოქვეყნებულ 2020 წლის მსოფლიო ბედნიერების ანგარიშში საქართველო 117-ე ადგილზე მოხვდა. მოხსენება წარმოადგენს გლობალური ბედნიერების მდგომარეობის კვლევას, რომელიც აფასებს რამდენად ბედნიერები არიან 156 ქვეყნის მოქალაქეები.

ანგარიში დღეს 20 მარტს, ბედნიერების საერთაშორისო დღეს გამოქვეყნდა. აღსანიშნავია, რომ რეიტინგში პირველ სამ ადგილს - ფინეთი, დანია და შვეიცარია იკავებენ, ბოლო სამ ადგილზე კი ზიმბაბვე, სამხრეთ სუდანი და ავღანეთი არიან.

რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, სომხეთი ერთი პოზიციით საქართველოს უსწრებს და 116-ე ადგილზეა, ხოლო აზერბაიჯანი -89-ე, თურქეთი -93-ე, ხოლო რუსეთი 73-ე ადგილებზე იმყოფება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს