თბილისის მერიასა და წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის მერიასა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, მემორანდუმის მიზანი ქალაქ თბილისის მასშტაბით, კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და ვირუსით გამოწვეული შედეგების შემსუბუქების მიზნით, უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობაა.

მათივე ცნობით, დოკუმენტს თბილისის მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა და წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა, ნათია ლოლაძემ მოაწერეს ხელი.

„მემორანდუმის თანახმად, თბილისის მერიის ბაზაში რეგისტრირებული მოხალისეები საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გადამზადდებიან. წითელი ჯვრის საზოგადოება მოხალისეებს ასევე, მერიის სხვადასხვა საქმიანობის დროს პირადი უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით გადაამზადებს.

თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეები თანხმდებიან, რომ უფასო სასადილოების ბენეფიციარებს, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს, ასევე, მარტო მცხოვრებ ხანდაზმულებსა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს მედიკამენტებით, საკვები და ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყოფენ. საბაზისო ამანათების გადაცემა დატრენინგებული მოხალისეების მეშვეობით მოხდება, რომლებიც საქართველოს წითელი ჯვრის ლოგოთი იდენტიფიცირებული აღჭურვილობით იქნებიან შემოსილი. ასევე, მოხალისეები მარტოხელა ხანდაზმულებს იმ საბაზისო აქტივობებში ჩაენაცვლებიან, რომელიც სახლიდან გასვლას მოითხოვს.

„ტრენინგები შემუშავებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის საფუძველზე. ასევე, გათვალისწინებულია წითელი ჯვრის საზოგადოების გამოცდილება. პირველ ეტაპზე, ჩვენ დავიწყებთ მარტოხელა ხანდაზმულთა დახმარებას. მათ სასურსათო ამანათებს მივუტანთ, რომლის სტანდარტიც უკვე შედგენილია. ჩვენ ჩავერთვებით საბავშვო ბაგა-ბაღებში პროდუქტების გაცემის პროცესშიც. მოხალისეები ასევე, ჩაერთვებიან წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ საინფორმაციო მასალების შედგენისა და გავრცელების პროცესში“, - განაცხადა ნათია ლოლაძემ.

„მოხალისეობის მსურველ მოქალაქეებს შეუძლიათ, მერიის (2 72 22 22) ან წითელი ჯვრის (0800 000 018) ცხელ ხაზზე დარეგისტრირდნენ. ისინი სატრენინგო ჯგუფებში დაუყოვლებლივ გადანაწილდებიან. მემორანდუმი კორონავირუსით გამოწვეული შედეგების სრულად აღმოფხვრამდე იმოქმედებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ზურაბ ბატიაშვილი - ყარაბაღის კონფლიქტით ყველაზე მოგებული მხარე რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2020
რამაზ საყვარელიძე - იმ სოციოლოგიური კვლევების ფონზე, რაც მრავლად ტარდება, გაუგებარია, საიდან გაუჩნდა ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების და მთავრობის შექმნის იმედი
3-მილიარდიანი ინვესტიცია დედაქალაქის ცენტრში - Tbilisi Hills Golf & Residences ინოვაციური განვითარების ხედვით
გიგანტური კერამიკული ფილები (R)
სამსუნგის The Serif ტელევიზორი საქართველოში უკვე იყიდება
მოიპოვე მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი მინერალები საქართველოში
eutoday - ყარაბაღის კონფლიქტი - ბრძოლა საერთაშორისო სამართლისთვის და არა რელიგიისთვის
კახა ძაგანია - "პატრიოტთა ალიანსმა" ხელისუფლებისგან ხმის მიცემის საათების გაზრდა მოითხოვა"
მერაბ ჭიქაშვილი - "ხელისუფლება კორონას ფსიქოლოგიურ იარაღად იყენებს!"
ნანა დევდარიანი - "31 ოქტომბერს ხალხი "ნაციონალურ მოძრაობასაც" და "ქართულ ოცნებასაც" ყველაფრისთვის  დასჯის!"