„პაშა ბანკის'' განცხადებით, რე|ბანკის ყველა მომხმარებელი სესხზე და ტოპ|ქარდზე 3-თვიანი საშეღავათო პერიოდით ისარგებლებს

პაშა ბანკის'' განცხადებით, რე|ბანკის ყველა მომხმარებელი სესხზე და ტოპ|ქარდზე 3-თვიანი საშეღავათო პერიოდით ისარგებლებს.​

„ქვეყანაში კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, რე|ბანკის ყველა მომხმარებელი სესხზე და ტოპ|ქარდზე 3-თვიანი საშეღავათო პერიოდით ისარგებლებს.

25 მარტის ჩათვლით რე|ბანკის თანამშრომლები ინდივიდუალურად დაუკავშირდებიან სესხით მოსარგებლეებს და გააცნობენ საშეღავათო პერიოდის პირობებს.

საშეღავათო პერიოდი სესხებზე გულისხმობს შემდეგს:

რე|ბანკის ყველა მსესხებელს მიეცემა საშუალება 3 თვით დააპაუზოს მიმდინარე სესხი და გადახდები განაახლოს 3 თვის შემდეგ.

აღნიშნულ პერიოდში მომხმარებელი არც ძირს გადაიხდის, არც პროცენტს. საშეღავათო პერიოდში გადასახდელი თანხა - ძირიც და პროცენტიც - გადანაწილდება სესხის გახანგრძლივებულ ვადაზე.

რაც შეეხება საშეღავათო პერიოდს ტოპ|ქარდზე, ტოპ|ქარდის ყველა მფლობელს რე|ბანკი უპრეცედენტო საშეღავათო პირობებს სთავაზობს:

მომხმარებლები 1 ივლისამდე სრულად თავისუფლდებიან რეკომენდებული ანდა მინიმალური შენატანისგან.

1 ივლისის შემდეგ კი დავალიანება, ისევე როგორც საშეღავათო პერიოდში (1 ივლისამდე) დამატებითი ნავაჭრის თანხა, მომდევნო 6 თვეზე სრულიად უპროცენტოდ გადაუნაწილდებათ.

საშეღავათო პერიოდით სარგებლობა ასევე შეეძლება ყველას, ვინც ტოპ|ქარდს 1 ივლისამდე აიღებს.

აღნიშნული შეღავათი განსაკუთრებით ზრდის მომხმარებლის მსყიდველუნარიანობას, საშუალებას აძლევს, რეალურად უპროცენტოდ გადაავადოს დანახარჯის დაფარვა, რაც შექმნილ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია",-აღნიშნულია ბანკის განცხადებაში.

ბაკო ხელაძე - ირანში ისლამური რესპუბლიკის ყოფნა არ ყოფნის საკითხი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.01.2026
ვიზიტორთა სავალდებულო დაზღვევამ „არდის“ მრავალწლიანი გამოცდილების პროდუქტზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა
სასტუმრო „პაბელონი“: თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ქართული მასპინძლობა
სესხის მართვა ერთი შეხებით: Scapp აპლიკაციას გადახდების ფუნქცია დაემატა
ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს ფრანგული დიპლომის მიღების შესაძლებლობა ექნებათ