ბიძინა კულუმბეგოვი - ქვეყნის მიერ განხორციელებული ღონისძიებების პირნათლად შესრულება გარანტიაა, რომ ამ გადაცემის ჯაჭვს გავწყვეტთ და მაქსიმუმ 2-3 თვეში ინფექცია  კალაპოტში ჩადგება

კარანტინისა და თვითიზოლაციის, ქვეყნის მიერ განხორციელებული ღონისძიებების პირნათლად შესრულება არის იმის გარანტია, რომ ჩვენ ამ გადაცემის ჯაჭვს ნამდვილად გავწყვეტთ და მსოფლიოს ექსპერტების ვარაუდით, დახლოებით, რამდენიმე კვირაში, მაქსიმუმ ორ-სამ თვეში, ალბათ, ეს ინფექცია ჩადგება კალაპოტში. ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერისა და სამედიცინო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ის ასევე კორონავირუსთან დაკავშირებულ ტესტირების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ტესტები ჩატარდება, რომელიც იქნება სწორი და გათვლილი კრიტერიუმების საფუძველზე.

„როგორც სახელმწიფოს უმაღლესი რანგის პირებმა ჩვენ გაგვაცნეს, ყველაფერი კეთდება ამისთვის, რომ რომ ერთი კვირის ფარგლებში მოხდეს ტესტებისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდა. მაგრამ სამედიცინო ნაწილი ჩაერევა იმ თვალსაზრისით, რომ იქნება ზუსტი კრიტერიუმები ვის და როგორ უნდა გაუკეთდეს ეს ტესტირება. ბევრი ადამიანი სხვა, სრულიად აუხსნელი ჩივილებით, იგივე თუნდაც ალერგიის ჩივილებით მეუბნება, რომ შესაძლებლობა რომ იყოს მზად არის გაიკეთოს კორონავირუსზე ტესტირება. ამის რესურსი დღეს ჩვენ ქვეყანას არ აქვს. შეიძლება ამას აკეთებს ძალიან მდიდარი ქვეყანა, მაგალითად, კორეა, რომელსაც აქვს უზარმაზარი რესურსი. ჩვენს ქვეყანაში ტესტები იქნება, მაგრამ ეს ტესტები იქნება ძალიან სწორი და გათვლილი კრიტერიუმებით, ექიმის დანიშნულებით მხოლოდ და არა ისე, რომ ადამიანმა ეს ინდივიდუალურად გაიკეთოს. ამიტომ ამის სწორი დარეგულირება, კარანტინისა და თვითიზოლაციის, ქვეყნის მიერ განხორციელებული ღონისძიებების პირნათლად შესრულება არის იმის გარანტია, რომ ჩვენ ამ გადაცემის ჯაჭვს ნამდვილად გავწყვეტთ და დაახლოებით, რამდენიმე კვირაში თუ არა და თვეში, მაქსიმუმს ვამბობთ ორ-სამ თვეს, ეს მსოფლიო ესპერტების მოსაზრებაა, რომ, ალბათ, ეს ინფექცია ჩადგება კალაპოტში და ჩვენ ამ რისკებს სრულიად ავცილდებით“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა