თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად დადებითია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მის კლინიკაში მყოფი ყველა პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად დადებითია.

როგორც რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ასევე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან ლაბორატორიაში გაგზავნილი ტესტების პასუხები უარყოფითია.

„ყველა გაგზავნილი ტესტის პასუხი ლუგარის ლაბორატორიიდან დღესაც უარყოფითია, რაც მკვეთრად სასიხარულო ფაქტია. ასევე სასიხარულო ფაქტია ჩვენს კლინიკაში, რომ არსებული ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა მკვეთრად დადებითია. ამ დილასთან შედარებით სუნთქვის უკმარისობის ხარისხი პაციენტებთან მკვეთრად შემცირებულია. ჩატარებული კლინიკო-ლაბორატორიული კვლევის თანახმად, დილით გითხარით, რომ ჩვენს კლინიკაში იმყოფებოდა 86 საეჭვო შემთხვევა. რადგან მოვიდა ყველა პასუხი უარყოფითი, აქედან 51 ადამიანი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გადაყვანილ იქნა საკარანტინე ზონაში“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო