კორონავირუსით გამოწვეულ სიტუაციასთან ფსიქოლოგიურად გასამკლავებლად, ფსიქოლოგთა ჯგუფი ჩამოყალიბდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონფლიქტოლოგიის ინსტიტუტის თაოსნობით, რომლის დირექტორი პარლამენტის დეპუტატი, გუგული მაღრაძეა, კორონავირუსით გამოწვეულ სიტუაციასთან ფსიქოლოგიურად გასამკლავებლად ჩამოყალიბდა ფსიქოლოგთა ჯგუფი, რომელიც უფასო ფსიქოლოგიურ კონსულტაციას გაუწევს იმ ადამიანებს, რომელთაც გარკვეული ფსიქოლოგიური, ემოციური პრობლემები აქვთ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით: შფოთვა, იზოლაციის შიში, ნევრული აშლილობა და სხვა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მათი განმარტებით, ამასთან დაკავშირებით შეიქმნა „ფეისბუქ“ გვერდი. მათივე ინფორმაციით, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, უფასო კონსულტაცია მიიღონ ტელეფონის, ასევე Skype-ის საშუალებით.

„ფსიქოლოგიური დახმარების ჯგუფში ჩართული არიან კვალიფიციური, სერტიფიცირებული, გამოცდილების მქონე ფსიქოლოგები, რომელთა დახმარებით მოქალაქეები მიიღებენ სასარგებლო, დამამშვიდებელ ფსიქოლოგიურ კონსულტაციას. ვფიქრობ, ასეთი რამ საჭიროა, რადგან ყველა ადამიანის ფსიქიკა არ არის იმდენად ძლიერი, რომ დამოუკიდებლად გაუმკლავდეს იმ სტრესებს, რასაც იწვევს მსგავსი ვითარება. ამიტომ კვალიფიციური ფსიქოლოგები დაეხმარებიან ადამიანებს ამ სტრესების მართვასა და დაძლევაში“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა