ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური განცხადებას ავრცელებს

ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი სამხედრო ექიმები სრულ მზადყოფნას გამოთქვამენ საქართველოში, კორონავირუსის გავრცელებისა და ეპიდემიის წინააღმდეგ მიმართული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერა გამოუცხადონ და ჩვენი ქვეყნის სამედიცინო პერსონალს, ყველა საჭირო მიმართულებით დახმარება გაუწიონ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ვეტერანების სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს.

"დღეს, თითოეული ჩვენთაგანის ვალია, ვებრძოლოთ ვირუსს, რომელიც ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ აყენებს ჩვენს მოსახლეობას, ქვეყნის მომავალსა და განვითარებას. ჩვენ, სამხედრო ექიმები მზად ვართ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ კორონავირუსთან ბრძოლაში, რათა ამ გლობალურ გამოწვევას ერთად გავუმკლავდეთ’’ , - აცხადებენ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი სამხედრო ექიმები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა