მარიამ ქვრივიშვილი - დღეს ჩვენ ორი მისია გვაქვს შევინარჩუნოთ უკვე აშენებული, ძლიერი ტურიზმის ინდუსტრია და ამ სფეროში დასაქმებულებს ჰქონდეთ შემოსავლის წყარო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, უკვე ოფიციალურად მზადაა პროექტი, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობა პირდაპირ პროპორციულად დაეხმარება ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, სექტორის წარმომადგენლებს 4 თვიანი საშეღავათო პერიოდი მიეცათ და პირველ ნოემბრამდე არ მოუწევთ საშემოსავლო და ქონების გადასახადის გადახდა.

„ეს პირდაპირ ეხება 18 ათას გადამხდელს და დაახლოებით 50 ათას დასაქმებულ პირს. ჯამში ტურიზმის მიმართულებით ეკონომიკაში 100 მილიონ ლარზე მეტი რჩება. მთავრობა მაქსიმუმს აკეთებს, რომ ტურიზმის ინდუსტრია გაძლიერდეს. დღეს მთავარია ტურიზმის სფეროში როგორც მცირე, საშუალო, ასევე მსხვილმა კომპანიებმა შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები. იმ სასტუმროებს, რომლებსაც მინიმუმ 4 და მაქსიმუმ 50 ნომერი აქვთ სახელმწიფო საბანკო სესხების თანადაფინანსების კუთხით დაეხმარება. უშუალოდ აღნიშნულ პროექტს „აწარმოე საქართველოში“ კურირებს. ფინანსთა სამინისტრომ უკვე გაასაჯაროვა პროექტი, სადაც დეტალურად აღწერილია ტურიზმის მიმართულებით რა ტიპის კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ შეღავათებით ისარგებლონ, მოცულობა საკმაოდ დიდია. სასტუმროებთან ერთად ეს ეხება ტურისტულ კომპანიებს, სატრანსპორტო კომპანიებს, საექსკურსიო, შეხვედრების ინდუსტრიის და ტურიზმის სფეროს სხვა წარმომადგენლებს", -აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.

მისივე თქმით, მათი მოლოდინები პოზიტიურია.

„დღეს ჩვენ ორი მისია გვაქვს. შევინარჩუნოთ უკვე აშენებული, ძლიერი ტურიზმის ინდუსტრია და ამ სფეროში დასაქმებულებს ჰქონდეთ შემოსავლის წყარო. ეს არის გარდამავალი პერიოდი და ჩვენი მოლოდინები პოზიტიურია. გვყავს ძლიერი კერძო სექტორი, საქართველოს მთავრობა გამოირჩევა ძალიან სწრაფი, ეფექტური გადაწყვეტილებებით, განსაკუთრებით კერძო სექტორისთვის მხარდამჭერი პროექტებით", - აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს