მარინა ეზუგბაია - 44 პაციენტიდან 4-თან მოსალოდნელია დაავადების ნებისმიერ ეტაპზე პროგრესირება, გართულება და არაკეთილსაიმედო გამოსავალი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა. მისი განმარტებით, ოთხი პაციენტის მდგომარეობა პრობლემურია, რადგან მათ ასაკთან ერთად, თანმხლები დაავადებები აქვთ, რის გამოც შესაძლოა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნებისმიერ ეტაპზე გართულდეს.

“44 პაციენტია საქართველოში დადასტურებული, ორი პაციენტია აჭარაში. სამი პაციენტი დადასტურდა ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში, ოთხი პაციენტი იმყოფება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. 32 პაციენტი იმყოფება ჩვენს კლინიკაში, თუ არ ვცდები, სამი არის საჩხერის კლინიკაში. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, 44 პაციენტში ჯერჯერობით 4 კვლავ პრობლემური პაციენტია. ორი პაციენტი, ასაკოვანი ქალბატონია. ასევე, საუნივერსიტეტო კლინიკაში არის ორი ასეთი პრობლემური პაციენტი. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. დინამიკაში გაუარესება არ შეიმჩნევა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ პაციენტებთან ძირითადად ასაკის და თან არსებული დაავადებების გამო, მოსალოდნელია დაავადების ნებისმიერ ეტაპზე პროგრესირება, გართულება და არაკეთილსაიმედო გამოსავალი. თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ ეს ასე არ მოხდება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული 44 შემთხვევაა გამოვლენილი, ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა