მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ჯერ კიდევ ზუსტდება იმ ობიექტების სია, რომლებზეც დახურვის რეკომენდაცია გაიცა და მათ შესაძლებლობა აქვთ დისტანციურად იმუშაონ

ვიცე-პრემიერის, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ჯერ კიდევ ზუსტდება იმ ობიექტების სია, რომლებზეც დახურვის რეკომენდაცია გაიცემა.

როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ შეჩერდა იმ ობიექტების ფუნქციონირება, სადაც ვირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი რისკი იყო.

„ჩვენ შევზღუდეთ საცალო ვაჭრობა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა. ასევე, მუშაობას გააგრძელებენ ბანკები, მიკროსაფინანსო ინსტიტუციები და ამასთან ერთად, საფოსტო ოფისები. ის სტრუქტურები და ორგანიზაციები, რომელთა მუშაობა არის აუციელებლი ქვეყნის გამართულად ფუნქციონირებისთვის. ჩვენ ამ ეტაპზე ვაზუსტებთ სიას და ეს სია გამოქვეყნდება. ვიცი ბევრი კითხვა შემოდის ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მთავარია ის, რომ ჩვენ გავაჩერეთ ისეთი საცალო ობიექტები, არაპრიორიტეტული ანუ ყველაზე მაღალრისკიანი სექტორები, როგორიცააა მოლები, დიდი სავაჭრო ობიექტები, სადაც ყველაზე აქტიური იყო მოსახლეობის მისვლა, სავაჭრო ოპერაციები და იყო მაღალი საფრთხე ვირუსის გავრცელების. მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ადამიანების გასვლა ქუჩაში, მოძრაობა და აქედან გამომდინარე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, ობიექტებს, რომლებსაც დახურვის რეკომენდაცია მიეცათ, შეუძლიათ იმუშავონ დისტანციურ რეჟიმში.

„ამ საცალო ობიექტების ფუნქციონირება არის დაშვებული დისტანციურ რეჟიმში. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ იზღუდება ამა თუ იმ მაღაზიის ფუნქციონირება, დაშვებულია მიტანის სერვისი. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ ხელი შევუწყოთ ასეთ ბიზნესს, რომელიც მიტანის სერვისზე არიან ორიენტირებული. ჩვენ კარგად გვესმის, რომ აუცილებელია იმ სასურსათო მაღაზიების და მათი მიწოდების ჯაჭვის უზრუნველყოფილი საქმიანობა იმისთვის, რომ სასურსათო მაღაზიები იყოს მუდმივად ხელმისაწვდომი ჩვენი მოსახლეობისთვის. ესეც არის ძალიან პრიორიტეტული სექტორი. ამ მიმართულებით სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ბატონი ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით, მთელი მისი გუნდი, ჩვენს გუნდთან ერთად, მუშაობს, რომ იყოს მუდმივი მიწოდება მარაგების და ასევე კონტროლი ფასებზე. ამ მიმართულებით. სასურსათო მაღაზიების და ამ სფეროს ფუნქციონირება ვერ და არ იქნება შეზღუდული“,- აცხადებს ვიცე-პრემიერი.

იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2021
ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
გოგა მელიქიძე - საპენსიო სააგენტო კაპიტალის ბაზარზე საგრძნობლად გააქტიურდება
როგორ გავხადოთ თქვენი ქალაქი ჭკვიანი და უსაფრთხო: გადაწყვეტილება Ekin-ისგან ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე
ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა
"ბარაქამ" აგრომაღაზია და ფერმერთა მომსახურების ცენტრები გახსნა - რას სთავაზობს კომპანია ფერმერებს
"ვოლტი საქართველო" 3 წლის გახდა
"პური გულიანი" ქსელურ განვითარებას იწყებს
TKT.GE-ს ახალი სტრატეგიული მიმართულება - ავიაბილეთები დაემატა
"ვოლტი" უკვე წყნეთშია!