მაია ცქიტიშვილი - ამ ვითარებაში რა თქმა უნდა, ვმსჯელობთ განვითარების შესაძლო სცენარებზე და ბუნებრივია, შესაძლოა, გარკვეული დამატებითი შეზღუდვები იყოს შემოღებული

არც ერთი ის შემდგომი ზომა, რომელზეც ჩვენ ამ ეტაპზე ვმსჯელობთ, არ გულისხმობს იმ საყოველთაო კარანტინის პირობებს, რომელიც შესაძლოა, იყოს დაშვებული სხვადასხვა ქვეყნებში ,- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შესაძლოა, საჭირო გახდეს დამატებითი შეზღუდვების შემოღება. მისი თქმით, ის თუ რა რეჟიმში გაგრძელდება ცხოვრება, თითოეულ მოქალაქეზეა დამოკიდებული.

„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ ვიღებდით ზომებს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ყველა ადამიანის მიმართ იმ რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულება, რომელსაც მთავრობა გასცემდა. ამ ვითარებაში, ჩვენ რა თქმა უნდა, ვმსჯელობთ განვითარების შესაძლო სცენარებზე და ბუნებრივია, შესაძლოა, გარკვეული დამატებითი შეზღუდვები იყოს შემოღებული, თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არც ერთი ის შემდგომი ზომა, რომელზეც ჩვენ ამ ეტაპზე ვმსჯელობთ, არ გულისხმობს იმ საყოველთაო კარანტინის პირობებს, რომელიც შესაძლოა, იყოს დაშვებული, რომელსაც ახლა ვხედავდეთ სხვადასხვა ქვეყნებში. ჩვენ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება, დაგვჭირდეს გარკვეული დამატებითი შეზღუდვები ბიზნესის, სავაჭრო ობიექტების ფუნქციონირებისთვის, რომელიც ჩვენ უკვე ჩამოვთვალეთ, გარდა ამისა ჩვენ შეიძლება ეპიდემიის განვითარების პარალელურად ვიმსჯელოთ კიდევ დამატებითი ზომების მიღებაზე. აქვე მინდა აღვნიშნო, ყველა ჩვენი გადაწყვეტილება ეფუძნება იმ დინამიკას, რაც ჩვენ გვაქვს ვირუსის გავრცელების მიმართულებით, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთელი ჩვენი მოსახლეობა, ბიზნესი ძალიან მკაფიოდ მიყვებოდეს რეკომენდაციას, იმ შემთხვევაში თუ ჩვენ დავინახავთ, რომ ასეთი შედარებით რბილი ზომებით არ არის შესაძლებელი ამა თუ იმ ღონისძიების გატარება და თუ დავინახავთ, რომ აუცილებელია ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით კიდევ უფრო მეტი გამკაცრების შემოღება, რა თქმა უნდა, მოგვიწევს მეტი შემზღუდავი ღონისძიებების გატარება.

ის რეჟიმი, რა რეჟიმშიც ვიცხოვრებთ არის დამოკიდებული თითოეულ ჩვენგანზე, ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ადამიანებს, რომ შეასრულონ ყველა ეს რეკომენდაცია, დავრჩეთ სახლში, შევასრულოთ რჩევები ჩვენი ჯანდაცვის სპეციალისტების“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო