ვანო მაჭავარიანი - დღეს ვართ ისეთი ტიპის კრიზისთან ახლოს და ისეთი ეკონომიკური პრობლემების წინაშე, რომელიც 100 წელიწაში ერთხელ შეიძლება  ხდებოდეს

ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ლარის კურსზე საუბარი განყენებულად იმ ეკონომიკური პროცესებისა, რომელიც დღეს გლობალურად მიმდინარეობს, არ შეიძლება.

მისი თქმით, ლარის კურსი ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს ასახავს.

„ლარის კურსი ყოველთვის ასახავდა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს; დღესაც ასეა.

ამ შემთხვევაში ლარის კურსზე საუბარი განყენებულად იმ ეკონომიკური პროცესებისა, რომელიც დღეს გლობალურად მიმდინარეობს, არ შეიძლება. ეს არის გლობალური შენელება, ფასები, პრაქტიკულად კოლაფსი მოხდა, მეზობელ ქვეყნებში მკვეთრი გაუფასურებაა, ამაზე მთლიან კონტექსტშია საუბარი. დღეს ვართ ისეთი ტიპის კრიზისთან ახლოს და ისეთი ეკონომიკური პრობლემების წინაშე, რომელიც 100 წელიწაში ერთხელ შეიძლება ხდებოდეს. ახლა გვმართებს რაც შეიძლება მალე მოვძებნოთ გამოსავალი და გასაღები ამ გამოსავლის დევს ეპიდემიის ლოკალიზებაში და მის მინიმიზაციაში, რათა ეკონომიკამ ხელახლა იფუნქციონიროს“, -განაცხადა მაჭავარიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო