ნათია თურნავა ასახელებს მოსახლეობის იმ კატეგორიას, რომელთაც საწყის ეტაპზე პირბადეები უფასოდ გადაეცემათ

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საწყის ეტაპზე მთავრობა პირბადეებს უფასოდ 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს დაურიგებს.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გარდა 70 წელს გადაცილებული მოქალაქეებისა, პირველ ეტაპზე პრიორიტეტების ნუსხაში მოხვდნენ პოლიციელები, მებაჟეები, სასურსათო მაღაზიების მოლარეები და კონსულტანტები.

როგორც თურნავამ აღნიშნა, მათ პირბადეები უფასოდ დაურიგდებათ.

„ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი შეკითხვა შემოდის ამასთან დაკავშირებით ჩვენ უმოკლეს დროში მოვახერხეთ და წამოვიწყეთ ისეთი წარმოება, რომელიც ადრე არ გაგვაჩნდა. ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს მოთხოვნადი ნაწარმი, პირბადეები, მათი წარმოების ტემპი მაქსიმალურად გავზარდოთ. პირბადეებზე მოთხოვნა და ძალიან მწვავე დეფიციტი წარმოიქმნა მთელ მსოფლიოში. შესაბამისად, გარკვეული პრობლემები ახლავს თუნდაც აუცილებელი მასალების შემოტანას. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ძალიან მალე ეს პრობლემა აღმოვფხვრათ და პირბადეები იყოს ხელმისაწვდომი საზოგადოების ფართო ფენებისთვის. თუმცა, საწყის ეტაპზე გვიწევს პრიორიტიზაცია. საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში დავსახეთ ის პრიორიტეტები, რომლის მიხედვითაც მოხდება ამ პირველი წარმოებული პარტიის გადანაწილება. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ჩვენი პრიორიტეტი არის 70 წელს გადაცილებული მარტოხელა პენსიონერები ან 70 წელს გადაცილებული ჩვენი თანამოქალაქეები, ვისაც ქრონიკული დაავადებები გააჩნიათ. ჩვენ მათ უფასოდ დავურიგებთ პირბადეების პირველ პარტიას. გარდა ამისა, არის ისეთი კატეგორიები, ვისაც ყველაზე მეტად აქვს შეხება რისკის მატარებელ კატეგორიებთან მოსახლეობის. ეს არის: პოლიცია, მებაჟეები და სხვა კატეგორიის და პროფესიის ადამიანები, ვინც ასევე გვყავს პრიორიტეტში. რაც შეეხება კერძო სექტორს, აქ პრიორიტეტულ ნუსხაში გამოვყავით ჩვენი საამაყო ადამიანები, ვინც დღეს მუშაობენ სასურსათო მაღაზიებში, ქსელებში - კონსულტანტები, მოლარეები და მათზეც პირველივე შესაძლებლობისთანავე ჩვენ პირბადეებს დავარიგებთ. შემდეგ როდესაც ავაწყობთ მასობრივ წარმოებას, ეს გახდება უფრო მეტად ხელმისაწვდომი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს