ივანე მაჭავარიანი - საერთაშორისო საფინანსო ინტიტუტებთან მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები და ქვეყანა მიიღებს სოლიდურ დახმარებას,რომელიც ჩვენს ეკონომიკას მოხმარდება

ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, საქართველო მსოფლიო სავალუტო ფონდისგან და სხვა დონორი ორგანიზაციებისგან სოლიდურ ფინანსურ დახმარებას ელოდება.

როგორც მან განაცხადა, ეს თანხა მთლიანად ქვეყნის ეკონომიკას მოხმარდება.

„რასაკვირველია, ჩვენ ვთანამშრომლობთ ძალიან აქტიურად საერთაშორისო სავალუტო ორგანიზაციებთან. ახლაც, სანამ აქ მოვიდოდი, ჩართვა მქონდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობასთან, სადაც განვიხილეთ სავალუტო კრიზისი. ჩვენ შევაჯერეთ ხედვები და პრაქტიკულად ერთნაირი წარმოდგენა გვაქვს ამ ეტაპზე რა ხარისხისა და სიმძიმის ეკონომიკური შენელება და შოკი შეიძლება გვქონდეს, მაგრამ როგორც თვითონ იხუმრეს, საათობრივად იცვლება ეს პროგნოზები მსოფლიო მასშტაბით. გლობალურად რამდენიმე კვირის წინ სხვა შენელებაზე იყო საუბარი, ახლა კიდევ უფრო დამძიმდა სურათი. ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმალურად რეალისტურები ვიყოთ, ამასთან, საუბარია სოლიდურ დახმარებაზე როგორც სავალუტო ფონდისგან, ასევე სხვა დონორი ორგანიზაციებისგან ერთობლივად. ჩვენ აქტიური მოლაპარაკებები გვაქვს ყოველდღიურად. ციფრს ვერ დავასახელებ, თუმცა ეს საკმაოდ სოლიდური დახმარება იქნება, რომელიც რასაკვირველია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას მოხმარდება. მოკლე ვადაში სწრაფად და ეფექტურად უნდა მოვახდინოთ ამ ეპიდემიის ლოკალიზება და შესაბამისად, მალევე მოვახდინოთ ეკონომიკური რიტმის აღდგენა, რომელიც გვქონდა", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა