კობა გვენეტაძე - გლობალური მოვლენა, რაც მიმდინარეობს, არ აისახა მხოლოდ საქართველოზე, აისახა  სხვა ქვეყნებზეც - ჩვენს მეზობელ პარტნიორებშიც ასევე უფასურდება ვალუტა

ის გლობალური მოვლენა, რაც მიმდინარეობს, არ აისახა მხოლოდ საქართველოზე, არამედ აისახა სხვა ქვეყნებზეც. ჩვენს მეზობელ პარტნიორებშიც ასევე უფასურდება ვალუტა, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ლარის კურსთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკი ყველა ზომას იღებს, რათა ფასების დასტაბილურება საშუალოვადიან პერიოდში მოხდეს, მათ შორის, გაკეთდა ინტერვენციებიც.

„არ დაგვავიწყდეს, რომ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ფინანსურ ორგანიზაციებთან და შევძლებთ მატერიალური რესურსების მობილიზაციას, რაც საშუალებას მოგვცემს ის რთული პერიოდი, რომელიც არსებობს, გავაადვილოთ. მიუხედავად იმისა, რომ მოლოდინები არის უარყოფითი, მას შემდეგ რაც კრიზისი გადაივლის, უკვე დადებითი მოლოდინიც იქნება, ეკონომიკაც ამუშავდება. ბოლო პერიოდიც რომ გავიხსენოთ, რუსეთის მიერ ფრენების შეჩერების მერეც იყო უარყოფითი მოლოდინის გამო გაუფასურების დიდი ტალღა, მაგრამ შემდეგ ეს სიტუაცია გამოსწორდა, ხელისუფლებს სწორი მოქმედების შედეგად. აქ მთავარია სწორი პასუხი გავცეთ მაკროეკონომიკურ გამოწვევებზე და აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ბევრი ზომა მივიღეთ იმისთვის, რომ მოსახლეობაც, ისევე როგორც ბიზნესიც მზად შეხვედროდა ამას. ჩვენ არ ვართ მარტო ამ სიტუაციაში, მაგრამ სწორი ქმედებით დავძლევთ ამას,"- განაცხადა გვენეტაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს