ნათია თურნავა - მინდა დავამშვიდო ევროპაში მყოფი ჩვენი თანამემამულეები, დროულად მიეწოდებათ ინფორმაცია და ორგანიზებულად მოხდება მათი ჩამოყვანა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მსოფლიოს ის ძირითად ქალაქები, საიდანაც საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანა ხდება ბერლინი, ამსტერდამი და პარიზია.

როგორც მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანა მთავრობის მიერ კორონავირუსის პრევენციისთვის განსახორციელებელი ღონისძიებების მნიშვნელოვანი ნაწილია და „საჭიროების შემთხვევაში არსებულ სიას სხვა ქალაქებიც დაემატება“.

„ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პრევენციულ ღონისძიებებს. მოგეხსენებათ, რომ კორონავირუსთან გამკლავების ჩვენი მთლიანი სტრატეგია არის დაყრდნობილი ეფექტურ პრევენციაზე, რაც დღესდღეობით ძალიან კარგად გამოგვდის. პრევენციის დიდი ნაწილია ის, რომ ჩვენ ორგანიზებულად მოვახერხოთ ჩვენი თანამემამულეების ჩამოყვანა, განსაკუთრებით რისკის მატარებელი ქვეყნებიდან და მათ შესაბამისი პირობები დავახვედროთ. იქნება ეს კარანტინი, თვითიზოლაცია, თუ რაიმე სხვა ადეკვატური პირობა, რაზეც ჯანდაცვის სისტემა მიგვითითებს. აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება და შევწყვიტეთ ყველა სახის კომერციული ფრენა, ზოგიერთი წყდება უახლოეს 1-2 დღეში და დავტოვებთ ამ კომუნიკაციას მხოლოდ ქართული კომპანია „აირზენას“ მეშვეობით. განვსაზღვრეთ წინასწარ ის ჰაბები, ევროპული ქალაქები, საიდანაც ჩვენთან შეთანხმებული გრაფიკით მოხდება ჩვენი მოქალაქეების ჩამოყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას სრულად ფლობენ ჩვენი საელჩოები. მე მინდა ასევე დავამშვიდო ჩვენი თანამემამულეები, ვინც იმყოფებიან ევროპაში, დროულად მიეწოდებათ ინფორმაცია და ორგანიზებულად მოხდება მათი ჩამოყვანა. რამდენიმე ქალაქია ამ სიაში. თუმცა შემდეგში ეს სია შეიძლება დავაზუსტოთ. ეს არის ბერლინი, ამსტერდამი, პარიზი და კიდევ დავამატებთ სხვა ქალაქებს საჭიროების შემთხვევაში“,- განაცხადა მინისტრმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს