ნათია თურნავა - პულსზე ხელი გვიჭირავს, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ბიზნესთან, ვაკვირდებით მიმდინარე პროცესებს და ადეკვატურად, წერტილოვნად ვრეაგირებთ

რაც მთავარია, ჩვენ პულსზე ხელი გვიჭირავს, ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ბიზნესთან, ვაკვირდებით მიმდინარე პროცესებს და ადეკვატურად, წერტილოვნად ვრეაგირებთ,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, წინასწარ გრძელვადიანი გეგმის დასახვა ასეთი გლობალური გამოწვევის დროს რთულია, რადგან ვითარება დინამიურად იცვლება.

„ერთი დიდი მიმართულება, რაც ჩვენ, ეკონომიკურ გუნდს პრემიერ-მინისტრისგან დავალებული გვაქვს და რაც ჩვენ ვიმსჯელეთ საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, ეს არის აქცენტის გაკეთება სტრატეგიულად მნიშვნელოვან წარმოებებზე, სტრატეგიულად მნიშვნელოვან დარგებზე. ეს ეხება სოფლის მეურნეობას და სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელ სექტორს, ეხება ისეთ მოთხოვნად და აუცილებელ წარმოებას, როგორიც არის თუნდაც პირბადეების ადგილობრივი წარმოება, სადეზინფექციო ხსნარების, ხელთათმანების წარმოება, ანუ ისეთი წარმოება, რომელიც მთელმა მსოფლიომ დაინახა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ასეთ დროს იყოს ადგილობრივი წარმოება უზრუნველყოფილი ამ დამცავი საშუალებების“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს