რომის პაპი - როდესაც კორონავირუსის ეპიდემია დასრულდება, ვფიქრობ, რომ ცოტა ომის შემდგომი პერიოდი იქნება

რომის პაპმა ფრანცისკემ პლანეტის მოსახლეობას თანადგომისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ამ კრიტიკულ მომენტებში საზოგადოებამ ერთმანეთს მხარი უნდა დაუჭიროს და გაერთიანდეს.

„უნდა გვახსოვდეს ყველას, რომ კაცობრიობა ერთიანი საზოგადოებაა და თუ რაოდენ მნიშვნელოვანია უნივერსალური ძმობა. როდესაც კორონავირუსის ეპიდემია დასრულდება, ვფიქრობ, რომ ცოტა ომის შემდგომი პერიოდი იქნება. არ იქნება არანაირი „სხვა“, მაგრამ ვიქნებით „ჩვენ“, - განაცხადა რომის პაპმა.

შეგახსენებთ, კორონავირუსის გამო, ვატიკანში ყველა სააღდგომო ღვთისმსახურება და რიტუალი წელს, მორწმუნეების გარეშე გაიმართება. იტალიელმა ეპისკოპოსებმა კორონავირუსის ეპიდემიის გამო ეკლესიებში მესების ჩატარება აკრძალეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა