მიხეილ სააკაშვილი - ყველა ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს აქვს საშუალება უპრობლემოდ შემოიტანოს ტესტები ჩინეთიდან - რაც ხდება საქართველოში სრულიად ხელოვნური შეფერხებაა

უნდა მორჩეს ეს ჯამბაზობა და დროზე დაურიგონ ხალხს ტესტები, როგორც ეს კეთდება იმავე უკრაინაში, სადაც ბევრად უფრო სუსტი სისტემაა, ვიდრე მე დავტოვე საქართველოში,-ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ყველა ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს აქვს საშუალება ტესტები ჩინეთიდან შემოიტანოს და რაც ხდება საქართველოში, სრულიად ხელოვნური შეფერხებაა.

"რაც შეეხება ერთჯერად ტესტებს. ერთჯერადი ტესტების შემოტანა ხდება დიდი რაოდენობით ახლა ძალიან ბევრ ქვეყანაში, მათ შორის უკრაინამ შემოიტანა საკმარისზე მეტი ჩინეთიდან. პრაქტიკულად ყველა ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს აქვს საშუალება უპრობლემოდ შემოიტანოს ტესტები ჩინეთიდან და რამდენიმე სხვა ქვეყნიდან. ის რაც ხდება საქართველოში, ჩემი აზრით, სრულიად ხელოვნური შეფერხებაა. იმედია, ეს იმისთვის არ ხდება, რომ ივანიშვილი გამოხტეს უახლოეს ორ-სამ დღეში და თქვას, რომ ის შემოიტანს ამ ტესტებს და უფასოდ დაურიგებს ხალხს... იმიტომ, რომ ეს ძველი "ტრიუკია", ბიუჯეტიდან ფული გადაქაჩო საკუთარ ჯიბეში და მერე ყველაფერი შენს თავზე მიიწერო, როდესაც აღმოჩნდება რომ ბიუჯეტს არ აქვს ელემენტარული ფული. ტყუილად ჰგონია ვინმეს, რომ ჩვენი ხალხი ამას გადაყლაპავს! ადამიანების ჯანმრთელობაა ახლა მთავარი და პოლიტიკური ტრიუკების დრო არ არის... უნდა მორჩეს ეს ჯამბაზობა და დროზე დაურიგონ ხალხს ტესტები, როგორც ეს კეთდება იმავე უკრაინაში, სადაც ბევრად უფრო სუსტი სისტემაა, ვიდრე მე დავტოვე საქართველოში " ,-წერს სააკაშვილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს