თსუ-ში Covid19-თან დაკავშირებით ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზი ამუშავდა

20 მარტიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველადი ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზი ამუშავდა. როგორც „ინტერპრენიუსს“ სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, თსუ კონფლიქტოლოგიის ინსტიტუტის ფსიქოლოგების მიერ ინიცირებული ცხელი ხაზი კრიზისულ სიტუაციაში, ამ ეტაპზე კი კორონავირუსის პანდემიის დროს მოემსახურება საზოგადოებას.

მათივე ინფორმაციით, ფსიქოლოგიური კონსულტაცია გაეწევა მათ, ვინც პანდემიის პირობებში განიცდის ისეთ ემოციურ და ფსიქოლოგიურ სირთულეებს, როგორიცაა შფოთვა, სტრესი, გაურკვევლობის გამკლავების საჭიროება, პანიკური შეტევები, უიმედობა, კარანტინის გამო მარტოობის განცდა, გადაღლილობა და გამოფიტვა მედპერსონალში და ა.შ.

„საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელია თსუ კონფლიქტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გუგული მაღრაძე. ჯგუფის წევრები არიან სპეციალისტები ფსიქოთერაპიული მუშაობის გამოცდილებით: თსუ ასოცირებული პროფესორი, ფსიქოლოგიის დოქტორი, ფსიქოთერაპევტი მედეა დესპოტაშვილი, ფსიქოთერაპევტები ეკა გვარამია, დარეჯან თოლორდავა, სალომე ყავლაშვილი, ფსიქოლოგიის დოქტორი მირანდა გიორგაშვილი. საჭიროების შემთხვევაში საკონსულტაციო ჯგუფი გაფართოვდება.

სატელეფონო კონსულტაციები შესაძლებელია ყოველდღე 12:00-დან 14:00 საათამდე . ტელ: 574831237; Skype კონსულტაციები - 19:00 საათიდან 21:00 საათამდე; Skype მისამართია : PFA CrisisAid.

ასევე, შესაძლებელია შეკითხვების მიწერა ელფოსტაზე: psychocrisisaid@gmail.com“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა