ბოლო 24 საათის განმავლობაში ესპანეთში კორონავირუსს 213 ადამიანი ემსხვერპლა, რის შედეგადაც ქვეყანაში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 1044-მდე გაიზარდა.
ბოლო მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსით დაინფიცირების 20 400-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთისა და იტალიის შემდეგ კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა ესპანეთში ფიქსირდება.