„ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის საწარმოო პროცესების ნაწილობრივი შეჩერების შესახებ განცხადებას ავრცელებს

შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის საწარმოო პროცესების ნაწილობრივი შეჩერების შესახებ განცხადებას ავრცელებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შპს „ჯორჯიან მანგანეზიდან“ აცნობეს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 2020 წლის 17 თებერვლიდან სოფელ შუქრუთის მოსახლეობის მიერ ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის საწარმოო პროცესების პარალიზებამ და მოსახლეობის უსაფუძვლო მოთხოვნების გამო მოლაპარაკების პროცესის ჩიხში შეყვანამ, შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ რთული მდგომარეობის წინაშე დააყენა.

"კომპანია, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი ექსპორტიორია და რომლის პროდუქციის რეალიზაციაზე ქვეყნაში შემომავალი სავალუტო ნაკადები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, ფინანსური ტვირთის შემსუბუქებისა და საწარმოო რესურსების შენარჩუნების აუცილებლობის გამო, იძულებული ხდება გარკვეულ ზომებს მიმართოს. შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ გადაწყვეტილებით, იძულებით გაჩერებულ საწარმოო ობიექტებზე დასაქმებულებმა თებერვლის თვის შრომის ანაზღაურება სრულად მიიღეს. 2020 წლის 1 მარტიდან, 2020 წლის 20 მარტის ჩათვლით პერიოდში, საწარმოსა და დასაქმებულთაგან დამოუკიდებელი მიზეზებით გამოწვეული იძულებითი მოცდენის პერიოდს, კომპანია 60%-ით, ან დასაქმებულის სურვილის შემთხვევაში, ანაზღაურებადი შვებულების ხარჯზე 100%-ით აანაზღაურებს, ხოლო 20 მარტიდან აპრილის თვის ბოლომდე შესაძლო იძულებითი მოცდენა, კომპანიის მიერ 60%-ით ანაზღაურდება. აღნიშნული ეხება იმ თანამშრომლებს, რომლებიც დასაქმებულნი არიან მოსახლეობის მიერ ბლოკირებულ ობიექტებზე. ამავდროულად, შპს „ჯორჯიან მანგანეზი“, იძულებითი მოცდენის მთელ პერიოდზე თანამშრომლებსა და მათი ოჯახების წევრებს სრულად უნარჩუნებს ჯანმრთელობის დაზღვევას. აღნიშნული ზომები, კომპანიის ნების საწინააღმდეგოა, თუმცა შექმნილ ვითარებაში იმ შესაძლო მაქსიმუმს წარმოადგენს, რისი აღებაც კომპანიას საკუთარ თავზე, თავისი პასუხისმგებლობის სრულად გათავისებით შეუძლია",- ნათქვამია შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა