მაიკ პომპეო ჩინეთს, რუსეთს და ირანს კორონავირუსთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო რუსეთს, ჩინეთს და ირანს კორონავირუსთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და მოსახლეობას მოუწოდებს ინფორმაცია სანდო წყაროებიდან მიიღოს.

„მინდა ვისაურბო იმ დეზინფორმაციაზე, რომელსაც ხალხი „ტვიტერზე“ ეცნობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ზოგიერთი ასეთი ინფორმაცია გარკვეული მთავრობიდან მოდის. მე ყველას მოვუწოდებ ვინც ამას ეცნობა -თითქოს ეს ვირუსი აშშ-ის არმიისგან წამოვიდა, ყველა ამერიკელმა და არა მარტო, ყველა ადამიანმა მთელ მსოფლიოში უნდა უზრუნველყოს, რომ ინფორმაციას სანდო წყაროსგან იღებენ და არა ცუდი მოთამაშისგან, რომელიც განზრახ ცდილობს მცდარი ინფორმაციის გავრცელებას. ეს ყველაფერი რუსეთიდან, ჩინეთიდან და ირანიდან მოდის“, - აღნიშნა პომპეომ.

ცნობისთვის, რუსულ და ჩინურ მედიაში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსი COVID-19 ჩინეთში ამერიკის არმიამ გაავრცელა. საპასუხოდ, ვაშინგტონმა პეკინი არაერთხელ დაადანაშაულა ინფორმაციის დამალვაში, რამაც „მსოფლიოს უძვირფასესი დღეები დააკარგინა“.

იხილეთ ვიდეო: მაიკ პომპეო ჩინეთს, რუსეთს და ირანს კორონავირუსთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა