გიგა ბოკერია - მთავრობა ვალდებულია, თუკი სავალდებულო შეზღუდვებს დააწესებს შეკრებებზე, ეს შეეხოს ყველას, მათ შორის მართლმადიდებლურ ეკლესიას

„მთავრობა ვალდებულია, თუკი სავალდებულო შეზღუდვებს დააწესებს შეკრებებზე ან იმ ტიპის ქმედებებზე, რომლებიც ძალიან ზრდიან გავრცელების რისკებს, ეს შეეხოს ყველას, მათ შორის მართლმადიდებლურ ეკლესიას“,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, მართლმადიდებლურ ქრისტიანულ ეკლესიას დიდი გავლენა აქვს, რასაც დიდი პასუხისმგებლობა მოყვება.

„მორწმუნე ადამიანებს და მათ ნაწილს უფლება აქვთ, რომ არ სჯეროდეთ მეცნიერების ან თვლიდნენ, რომ მათი მნიშვნელოვანი რელიგიური რიტუალის დროს მეცნიერება არ მუშაობს, როგორც ჩვენ გვესმის, რომ თურმე კოვზით ზიარების დროს დაავადება არ გადავა ადამიანებზე. რაც ჩემთვის არის აბსურდი, მაგრამ აქვთ უფლება, რომ ამის სჯეროდეთ. მაგრამ ეს უფლება სამოქალაქო სეკულარულ სახელმწიფოში მთავრდება იქ, სადაც სხვების, ყველას უსაფრთხოება იწყება. მთავრობა ვალდებულია, თუკი სავალდებულო შეზღუდვებს დააწესებს შეკრებებზე ან იმ ტიპის ქმედებებზე, რომლებიც ძალიან ზრდის რისკებს გავრცელების, ეს შეეხოს ყველას, მათ შორის ყველაზე დიდ რელიგიურ კონფესიას, რაც არის მართლმადიდებლური ეკლესია და სრულიად გაუგებარი იქნება, თუ ეს ასე არ მოხდება. რაც შეეხება მართლმადიდებლურ ქრისტიანულ ეკლესიას, როცა გაქვს დიდი გავლენა, ამას მოყვება დიდი პასუხისმგებლობა. განცხადებები, ახლა კოვზით ვცდით და თუ დადასტურდება რომ ვრცელდება დაავადება, მერე გადავიფიქრებთო, არის ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა“,- განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ წმინდა სინოდის კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო, წმინდა ზიარების წესი არ იცვლება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო