გიგა ბოკერია ტელევიზიებისთვის ინკასოს დადებაზე - ასეთი ინსტრუმენტებით მედიის საქმიანობის შეზღუდვა პირდაპირი დარტყმაა, არა მარტო ამ მედიაზე, არამედ საზოგადოების ინტერესზე

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ტელეკომპანიებისთვის „მთავარი“ და „ტვ პირველი“ ინკასოს დადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ „ასეთი ინსტრუმენტებით მედიის საქმიანობის შეზღუდვა არის პირდაპირი დარტყმა არა მარტო ამ მედიაზე, არამედ საზოგადოების ინტერესზე“.

„როცა ასეთი ღრმა კრიზისის დროს, ჯერჯერობით მაინც არ დგამ ნაბიჯებს, რომ გადასახადები შეამციო ყველასთვის და მხოლოდ რაღაც სფეროებს გადაუვადე გადასახადი, როცა სხვა ქმედით ზომებს ეკონომიკასთან მიმართებაში, ჯერ ვერ ვხედავთ, ამ დროს ასეთი ინსტრუმენტებით მედიის საქმიანობის შეზღუდვა არის პირდაპირი დარტყმა არა მარტო ამ მედიაზე, არამედ საზოგადოების ინტერესზე ამ ვითარებაში. მითუმეტეს, ყველამ ვიცით, რომ ამავე სფეროში ხელისუფლების მიმართ რბილად რომ ვთქვა, სიმპატიებით განწყობილ მედია ერთეულებს გაუკეთეს დიდი შეღავათები, ხოლო იმათ, ვინც კრიტიკული იყო ან არ იყო მათი მხარდამჭერი, არ გაუკეთეს. ეს ყველაფერი გამოიყურება ძალიან ცუდად, არის საზიანო ამ მედიისთვის და საზოგადოების ინტერესებისთვის.“, - აცხადებს ბოკერია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს