კახაბერ ოქრიაშვილი და გოგი მეშველიანი აზერბაიჯანელ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამს ულოცავენ

კახაბერ ოქრიაშვილი და გოგი მეშველიანი აზერბაიჯანელ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამს ულოცავენ.

“ძვირფასო აზერბაიჯანელებო, ჩვენო თანამოქალაქეებო! გაზაფხულის მოსვლას, თქვენთან ერთად, ჩვენც ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულით ვეგებებით - ვუერთდებით ამ ზეიმს და ვიზიარებთ თქვენს სიხარულს. ნოვრუზ ბაირამის აღნიშვნას არაერთ ქვეყანაში განუმეორებელი ტრადიცია აქვს და მოხარულნი ვართ, რომ ჩვენი სამშობლოც ამ ტრადიციის ნაწილია, რადგან უკვე რამდენიმე წელია, ნოვრუზი საქართველოშიც საერთო სახალხო დღესასწაულია. სამწუხაროა, რომ ჩვენი ქვეყანა ისევე, როგორც მთელი მსოფლიო, 2020 წელს ასეთი განსაცდელის წინაშე დგას და ნოვრუზ ბაირამს, თქვენთან ერთად ისე ვერ აღვნიშნავთ, როგორც წინა წლებში. თუმცა გვჯერა, ერთობლივი ძალებით ამ განსაცდელსაც მალე დავძლევთ. გილოცავთ ბაირამს - ახალი სიცოცხლის, ახალი ენერგიის, გაზაფხულის მოსვლის დღესასწაულს და გისურვებთ, მის მოსვლას წარმატება და სასიკეთო ცვლილებები მოეტანოს ჩვენს ქვეყანასა და თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში!”, - ნათქვამია მილოცვაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა