პრემიერის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილება თეორიულად მომზადებული იყო 2 დღის წინ  შეკრებილი უსაფრთხოების საბჭოს ფარგლებში

ეს გადაწყვეტილება თეორიულად მომზადებული იყო 2 დღის წინ შეკრებილი უსაფრთხოების საბჭოს ფარგლებში, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, უკავშირდებოდა თუ არა დღეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება გუშინ სინოდის სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს და ხომ არ დააჩქარა ეს პროცესი სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გაჟღერებულმა განჩინებამ.

„ეს გადაწყვეტილება თეორიულად მომზადებული იყო 2 დღის წინ შეკრებილი უსაფრთხოების საბჭოს ფარგლებში. მე მაშინაც განვაცხადე და ვთქვი, რომ მაშინ უსაფრთხოების საბჭოზე ჩვენ მოვიწვიეთ ქალბატონი პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე იმისთვის, რომ როგორც კი დადგებოდა კონკრეტული ციფრობრივი მდგენელები, ჩვენ ამ გადაწყვეტილების მიღების სწრაფი შესაძლებლობა გვქონოდა. შესაბამისად, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ამ გადაწყვეტილების ძირითადი მიზანი გახლავთ ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნდა და მიზანი არის, რომ შევაჩეროთ ვირუსის სწრაფი და მასშტაბური გავრცელება ქვეყნის ფარგლებში“ ,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო