გიორგი გახარია - სწრაფი ტესტი არ არის პანაცეა - მასობრივი ტესტირება სხვა ინსტრუმენტების გარეშე არაფრის მომტანი იქნება

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მასობრივი ტესტირება სხვა ინსტრუმენტების გარეშე არაფრის მომტანი არ იქნება.

უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერმა სწრაფი ტესტების შესახებ კომენტირებისას აღნიშნა, რომ სწრაფი ტესტი არაა პანაცეა. გახარიას თქმით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გამართულმა მუშაობამ მთავრობას საშუალება მისცა, რომ საგანგებო რეჟიმი არა ერთი თვის წინ, არამედ დღეს გამოეცხადებინა.

„სწრაფი ტესტი ესაა ეპიდემილიოგების მიერ არჩეული ერთ-ერთი ინსტრუმენტი, როგორც გამოვლენის საშუალება. ასეთი სწრაფი ტესტები საქართველოში უახლოეს პერიოდში იქნება, მაგრამ მინდა ყველას ავუხსნა ერთი რამ, სწრაფი ტესტი არ არის პანაცეა. სწრაფი ტესტი ეპიდემიასთან ბრძოლაში ძირითადი საშუალება არაა. ეს ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომელსაც ჩვენი დაავადებათა კონტროლის ცენტრი დღესაც იყენებს. მინდა კიდევ ერთხელ ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ცენტრს და ჩვენს მედიკოსებს მადლობა გადავუხადო. დღეს ისინი ერთ-ერთი საუკეთესოები არიან მსოფლიოში. მთავარი აქ არის ეფექტურობა. მინდა გავამახვილო ყურადღება, რატომ გვქონდა საშუალება, რომ ეს ნაბიჯი დღეს გადაგვედგა და არა ერთი კვირის ან ერთი თვის უკან? სწორედ იმიტომ, რომ ეს ხალხი ძალზედ ეფექტურად, პროფესიონალურად ასრულებდა თავის საქმეს. სწორედ იმიტომ, რომ მათ შეძლეს ყველა გავრცელების გამოვლენა, კავშირების დადგენა და ეფექტურად ამ წრეების იზოლირება. მათი ძირითადი ინსტრუმენტი იყო კომპეტენცია, ეფექტურობა და პროფესიონალიზმი და არა მასობრივი შემოწმება რიაკის შემცველი მოქალაქეების. ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, მასობრივი ტესტირება სხვა ინსტრუმენტების გარეშე არაფრის მომტანი არ იქნება. მასობრივი ტესტირება ეფექტურია მაშინ, როდესაც სრულად მზად გვაქვს ჯანდაცვის სისტემა და სახლის პირობებში კონტროლის შესაძლებლობა. ეს ორი ძალიან მნიშვნელოვანი რამაა",-აღნიშნა გახარიამ.

მისი თქმით, არცერთ სახელმწიფოს, ბევრად ძლიერი ეკონომიკის მქონე ევროპულ სახელმწიფოსაც არ შეუძლია თავისი მოსახლეობის 10-15% ერთდროულად ჰოსპიტალურ რეჟიმში განკურნოს.

პრემიერის თქმით, მუშავდება სახლის პირობებში მკურნალობის ელექტრონული კონტროლის მექანიზმი.

"აქ უდიდეს მნიშვნელობას პირველადი მედიცინა იძენს და როგორ ხდება მკურნალობა სახლის პირობებში და ამ პირობებში თუ მოქალაქეს სოციალური პასუხისმგებლობა არ აქვს, კონტროლის ერთადერთი მექანიზმი რჩება ელექტრონული საშუალებები, რაც ასე თუ ისე, სწრაფ ტესტირებასთან ერთად მუშაობს და რის გეგმასაც ახლა ვადგენთ და უახლოეს პერიოდში იქნება",-აღნიშნა გახარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა