კახა კალაძე ქართველ ჟურნალისტებს - იყავით პირველები ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის სასიკეთო ამბების გაშუქებაში - თქვენ სჭირდებით საქართველოს!

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს. ამის შესახებ კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ქართველ ჟურნალისტებს ვულოცავ პროფესიულ დღეს! მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა, დღეს კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი როლი საზოგადოების სწორად ინფორმირებაში.

მინდა, პირველ რიგში ჯანმრთელობა გისურვოთ! იყავით პირველები ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის სასიკეთო ამბების გაშუქებაში! თქვენ სჭირდებით საქართველოს“, - ნათქვამია მილოცვაში.

ცნობისთვის, 21 მარტი ქართული ჟურნალისტის დღეა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს