პრეზიდენტი - მოქალაქეების პასუხისმგებლობა აუცილებელია - მჯერა, გავიმარჯვებთ ერთიანობით და თვითშეგნებით

პრეზიდენტის განცხადებით, ამ ბრძოლის ახალ ეტაპზე, საგანგებო რეჟიმის წარმატებისთვის მოქალაქეების პასუხისმგებლობა და თვითშეგნება აუცილებელია. როგორც სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, მოქალაქეების პასუხისმგებლობა და თვითშეგნება განაპირობებს იმას, რომ შემდეგ ეტაპზე ამ რეჟიმის გამკაცრება არ დაგვჭირდეს.

„ამ ბრძოლის ახალ ეტაპზე მოქალაქეების პასუხისმგებლობა და თვითშეგნება აუცილებელია საგანგებო რეჟიმის წარმატებისთვის და განაპირობებს იმას, რომ შემდეგ ეტაპზე არ დაგვჭირდეს ამ რეჟიმის გამკაცრება. ყველა მოქალაქეს ვთხოვ მაღალი პასუხისმგებლობის გამოჩენას, მაქსიმალურ სიფრთხილეს და სოციალური დისტანცირების ნორმების შენარჩუნებას. მჯერა, რომ გავიმარჯვებთ ერთიანობით და თვითშეგნებით“,-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო