არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს. თალაკვაძე მიმართვაში აღნიშნავს, რომ ახლა, როდესაც საქართველო მსოფლიოსთან ერთად კორონავირუსის პანდემიას ებრძვის, ჟურნალისტები შეუძლებელს აკეთებენ.

„ჟურნალისტებს ვულოცავ პროფესიულ დღეს! ინფორმაცია, წვდომა სიახლეებზე, პასუხი ყველაზე მნიშნელოვან კითხვებზე გვეხმარება ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღებაში, რომელიც უკავშირდება ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს, ჩვენს ცხოვრებას, ჩვენი უახლოესი ადამიანების, მეგობრების და თანამშრომლების უსაფრთხოებას, კეთილდღეობას და მომავალს. თქვენი საქმე შრომატევადი და საპასუხისმგებლოა. გრძელი სამუშაო დღეები და ყველაზე მნიშვნელოვან დროს, ყველაზე მნიშვნელოვან წერტილებში ყოფნა თქვენი პროფესიის ნაწილია. ახლაც, როდესაც ჩვენი ქვეყანა და მსოფლიო COVID-19-ის პანდემიას უპირისპირდება, თქვენ აკეთებთ შეუძლებელს! სწორედ ამის და კიდევ ბევრი ფაქტორის გამო, შეუფასებელია თითოეული ჟურნალისტის, ოპერატორისა და მედიის სხვა წარმომადგენლის მიერ გაწეული შრომა. მე ამას ყოველდღე ვხედავ და ჩემთვის პატივია, რომ როგორც პოლიტიკოსს და როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, თქვენთან მაქვს კარგი თანამშრომლობა და ხშირი კომუნიკაცია. მადლობას გიხდით ამისათვის! გილოცავთ პროფესიულ დღეს და გისურვებთ წარმატებას!“, - ნათქვამია თალაკავძის მიმართვაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს