„ევროპული საქართველო“ დღეს ერთჯერადად პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმის დარღვევას და პლენარულ სხდომაზე დასწრებას გეგმავს, სადაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას კენჭი უნდა ეყაროს

„ევროპული საქართველო“ დღეს ერთჯერადად პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმის დარღვევას და პლენარულ სხდომაზე დასწრებას გეგმავს, სადაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას კენჭი უნდა ეყაროს. ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართელოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განმარტებით, თუ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებელი ორი პირობა დაკმაყოფილდება, „ევროპული საქართველო“ მხარს დაუჭერს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას და ხელისუფლებისთვის ყველა იმ ბერკეტის მიცემას, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლისთვის აუცილებელია.

„კარგად გვესმის, რომ ამ ბრძოლაში მთავარი პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე. ამიტომ, ბუნებრივია, რომ ხელისუფლებას უნდა ჰქონეს ყველა ის ბერკეტი, რომელიც საჭიროა ქვეყანაში აუცილებელი ღონისძიებების გასატარებლად და ვირუსის დასამარცხებლად. ამავე დროს, ყველას გვეკისრება ჩვენი პასუხისმგებლობა და დღეს არის დრო, რომ პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა ძალებმა აჩვენონ ერთიანობა ამ საქმესთან ბრძოლაში და ყველამ შეიტანოს საკუთარი წვლილი, ვისაც რა შეგვიძლია, კორონავირუსის, ჩვენი მთავარი მტრის დამარცხებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, „ევროპული საქართველო“ დღეს გამონაკლისის სახით, ერთჯერადად, არღვევს პოლიტიკურ ბოიკოტს, რომელიც იცით რომ გრძელდება. ჩვენ ვაპირებთ, შევიდეთ პარლამენტის სხდომაზე და მხარი დავუჭიროთ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას. თუმცა მინდა აქვე განვმარტო, ყველამ ვიცით, რომ საგანგებო მდგომარეობას აქვს გარკვეული შეზღუდვები, მას შეიძლება, ჰქონდეს ძალიან მძიმე და არასასურველი გვერდითი ეფექტები, ამიტომ ნეგატიური პროცესების მინიმიზაციისთვის, ჩვენი ხედვით საგანგებო მდგომარეობა უნდა მკაფიოდ აკმაყოფილებდეს ორ კრიტერიუმს - უნდა იყოს ვადაში გაწერილი და უნდა იყოს ჩამოთვლილი კონკრეტული ღონისძიებები, რა ფორმით და რა პირობებში ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვები. ამ ორი კრიტერუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საგანგებოს გამოცხადებას და მივცეთ ხელისუფლებას ყველა ის ბერკეტიმ რომელიც მას სჭირდება კოონავირუსთან საბრძოლველად,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ამასთანავე, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განმარტა, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადებამ ფასების კონტროლთან დაკავშირებით, შესაძლოა, უარყოფითი შედეგი გამოიწვიოს, თუმცა მისი თქმით, „ევროპული საქართველო“ მზადაა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი ამ ფაქტორის მიუხედავად დაუჭიროს. „პრემიერ-მინისტრმა ახსენა ფასების კონტროლი და მინდა კრიზისული ვითარებების ისტორია კიდევ ერთხელ გავახსენო ყველას. ამაში ჩარევის შეცდომა არ უნდა იქნას დაშვებული იმიტომ, რომ პირიქით შედეგი შეიძლება გამოიღოს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ არ გვიხილავს მთავრობის სტრატეგია, ეკონომიკაში განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, დავუჭერთ ამას მხარს და შემდეგ გვექნება ისევ საქმიანი და კონკრეტული შეთავაზებები, მთავრობის მიმართ ყველა ამ სფეროსთან, განსაკუთრებით ეკონომიკასთან დაკავშირებით,“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა