ირაკლი კობახიძე - საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება საკონსტიტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას ვერ შეაფერხებს

„საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეაფერხებს საკონსიტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას. საკმარისი დრო დარჩება მას შემდეგ, რაც ჩვენ სრულად მოვახერხებთ კორონავირუსის დამარცხებას საქართველოში“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

დეპუტატმა განმარტა, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება აჩერებს საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს, თუმცა, მმართველ გუნდს ჰქონდა კონსულტაციები ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

„შევჯერდით უმოკლეს ვადებზე, რა ვადებშიც კონსტიტუციისა და რეგლამენტის დაცვით არის შესაძლებელი კონსტიტუციის გადასინჯვა. ეს არის, დაახლოებით, მაქსიმუმ, ერთთვიანი ვადა, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, საბოლოო ჯამში, ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეაფერხებს საკონსიტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას. საკმარისი დრო დარჩება მას შემდეგ, რაც ჩვენ სრულად მოვახერხებთ კორონავირუსის დამარცხებას საქართველოში. დრო გვაქვს საკმარისი ამისთვის, გვქონდა ამაზე კონსულტაციები პოლიტიკურ პარტიებთან და ვართ შეჯერებული შესაბამის გადაწყვეტაზე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო