ირაკლი კობახიძე - საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ნამდვილად იყო აუცილებელი იმისთვის, რომ პრევენცია სათანადო სახით განხორციელდეს

„საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ნამდვილად იყო აუცილებელი იმისთვის, რომ პრევენცია სათანადო სახით განხორციელდეს“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. დეპუტატი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პარლამენტს, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე იქნა მიღებული.

მისივე თქმით, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო შესაბამის გადაწყვეტილებას დღესვე, პლენარულ სხდომაზე მიიღებს.

„იმგვარი შეზღუდვებია დაწესებული, რომელიც აუცილებელია შესაბამისი პრობლემის დასაძლევად - კორონავირუსთან საბრძოლველად. შესაბამისად, შინაარსი არის აბსოლუტურად მისაღები, გამართული და თვითონ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება არის დროული. ყველაზე ზუსტი დრო იქნა ამისთვის შერჩეული. მიზანი არის ეპიდემიის გავრცელების პრევენცია და ის თითოეული ზომა, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, იმისთვის არის განკუთვნილი, რომ ეს პრევენციული ზომები მაქსიმალურად ეფექტურად იყოს მიღებული, დაწყებული იზოლაციის და კარანტინის წესებით, რომელიც უნდა დადგინდეს, გაგრძელებული სამგზავრო გადაყვანებით და ა. შ. დადგენილების პროექტში ჩამოთვლილია დაახლოებით ათი ზომა. თითოეული მათგანი შემუშავებულია აბსოლუტურად რაციონალურად შემუშავებული და ემსახურება ერთ მიზანს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა, რომ თვითიზოლაციის წესების დარღვევა იყოს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ერთ-ერთი ფაქტორი, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ დეკრეტი და საგანგებო მდგომარეობა იძლევა იმის საშუალებას, რომ ასეთი დარღვევების მიმართ უფრო მკაცრი ზომები იქნას მიღებული. „ეს სანქციებიც არის პრევენციის დამატებითი ეფექტიანი მექანიზმი. ანუ საგანგებო მდგომარეობა და დეკრეტი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო ეფექტიანი ზომები მივიღოთ კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით. შესაბამისად, დღეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ნამდვილად აუცილებელი იყო იმისთვის, რომ პრევენცია სათანადო სახით განხორციელდეს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა