აშშ-ს საელჩო - ქართული ჟურნალისტიკის დღე გვსურს მივულოცოთ საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტებს, გმადლობთ!

აშშ-ის საელჩო ქართველ ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს. როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დღეს, როგორც არასდროს დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის საჭიროება კრიტიკულად აუცილებელია.

"დღეს, როგორც არასდროს, ვხედავთ დამოუკიდებელი ჟურნალისტიკისა და მედიის კრიტიკულ საჭიროებას მსოფლიოში. არსებულ ვითარებაში, პასუხისმგებლიანი ჟურნალისტები საზოგადოების ინფორმირებისა და უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლო როლს ასრულებენ. ქართული ჟურნალისტიკის დღეს, გვსურს, ვისარგებლოთ შემთხვევით და მივულოცოთ საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტებს, რომლებიც ხალხს დაუღალავად, მედიის ეთიკისა და სწორი გაშუქებისადმი სრული ერთგულებით ემსახურებიან. გმადლობთ!"- ნათქვამია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში, რომელიც "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო