გიორგი ვაშაძე - არასწორი ნაბიჯების შედეგად, ყველაფერი გაჩერდა, მაგრამ ფიქრობს თუ არა ვინმე, რით უნდა ისაზრდოონ ამ ადამიანებმა?!

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის შეფასებით, ქვეყანაში კორონავირუსთან ბრძოლის მიმართ არასწორი ნაბიჯები იდგმება. გიორგი ვაშაძის განცხადებით, პრობლემის მოსაგვარებლად სწრაფი ტესტების შემოღება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

ვაშაძეს ამის მაგალითად სამხრეთ კორეის მაგალითი მოჰყავს და აქვე აცხადებს, რომ მან ხელისუფლებას ვირუსთან ბრძოლაში დახმარება შესთავაზე რაზეც ნულოვანი რეაგირება მიიღო. „მე მხოლოდ ერთი რამ მსურს, რომ ქვეყანა ამ გაჭირვების ჟამს ფეხზე დავაყენოთ. როდესაც ყოველდღიურად ამძიმებენ ვითარებას, დახურეს ყველა ბიზნესი გუშინ და დღეს აცხადებენ საგანგებო ვითარებას, ეს ნიშნავს, რომ არ არის ყველაფერი ნორმაში. კონტროლქვეშ რომ იყოს ყველაფერი, დახურავდნენ ყველაფერს ან საგანგებო ვითარებას გამოაცხადებნენ? დავივიწყოთ ხალხნო პოლიტიკა და შუღლი. კიდევ ერთხელ განვმარტავ, თუ რა არის სამხრეთ კორეის გზა. 20 იანვარს, როდესაც სამხრეთ კორეაში აღმოჩნდა პირველი შემთხვევა კორონავირუსის, მთავარ ამოცანად ტესტირება და დიაგნოსტირების სწრაფი დანერგვა იყო. მიიყვანეს იმ დონეზე, რომ დღეში ტარდებოდა 10 000-მდე ტესტი, ახლა ტარდება 15 000-მდე ტესტი. ალბათ, ბევრსაც გინახავთ ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ავტომობილებით შედიან მოქალაქეები, რის შემდეგაც ნაცხს იღებენ ცხვირ-ხახიდან, უკეთებენ ტესტს და სმს შეტყობინების სახით იღებენ შემდეგ პასუხს.

რაც შეეხება იტალიას, მან არასწორი გზა აირჩია და სწრაფი ტესტის ნაცვლად სასუნთქი აპარატების შეძენა დაიწყო, რაც ასევე მნიშვნელოვანია. ჩვენს ქვეყანაში 2500 ადამიანია კარანტინში, ახლა ჩვენ რომ გვქონდეს შესაძლებლობა სწრაფი ტესტების, გავუკეთებდით ამ ადამიანებს ტესტს და დავადგენდით აქვთ თუ არა ვირუსი. ამ ეტაპზე ამბობენ, რომ გამოკვლეულია 1000 ადამიანი, რომელთაგანაც ვირუსი 47-ს დაუდასტურდა და ვიცით მეორე ათასი კაციდან რამდენს აქვს? რეალობა არის ეს. ჩვენი ერთთვიანი არასწორი ნაბიჯებით უამრავი ადამიანი უმუშევარი დავტოვეთ. გავაჩერეთ ყველაფერი ქვეყანაში და ყველანი მოექცნენ თვითიზოლაციაში, მაგრამ იმაზე ფიქრობს ვინმე, თუ რით უნდა ისაზრდოონ ამ ადამიანებმა?! თუ დიდი სურათის დანახვა არ მოხდება კომპლექსურად: ჯანდაცვა, ეკონომიკა, სწრაფი ტესტი, დიაგნოსტიკა და ა.შ, სხვანაირად ვერაფერს ვერ გავაკეთებთ “, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას „ახალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

კორნელი კაკაჩია - თუ ადგილობრივ არჩევნებში გახარიასა და ვასაძის პარტიები მიიღებენ მონაწილეობას, „ქართულ ოცნებას“ პროპორციული სისტემით  ხმების 43%-ის აღება გაუჭირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.05.2021
პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
დმანისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს
USAID და Gazelle Finance მცირე და საშუალო მეწარმეების და საქართველოში ეკონომიკის აღდგენის მიზნით ახალ პროგრამას იწყებენ
"კრედო ბანკმა" European Fund for Southeast Europe (EFSE) და Green for Growth Fund (GGF)-ისგან საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად 51 მილიონი ლარი მოიზიდა
“მეამა ქოლექთის” ყავის უნიკალური კოქტეილები ბათუმშია