დახურულ ტერიტორიაზე 10-ზე მეტი ადამიანის ყოფნის აკრძალვის შესახებ ბრძანება ოფისების თანამშრომლებს არ ეხებათ

დახურულ ტერიტორიაზე 10-ზე მეტი ადამიანის ყოფნის აკრძალვის შესახებ ბრძანება, რომელიც საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ დაწესდა, მხოლოდ ისეთ ოფისებს ეხება, რომელიც მოქალაქეებს კონკრეტულ სერვისებს აწვდის. შესაბამის საკითხზე „ინტერპრესნიუსი“ მთავრობის ადმინისტრაციას ესაუბრა.

„აკრძალვა არ ეხება ოფისების თანამშრომლებს, საოფისე პერსონალს, ეს შეეხება ისეთ დაწესებულებებს, რომელიც მოქალაქეებზე გასცემს კონკრეტულ სერვისებს. სწორედ ამ შემთხვევაში უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რომ დახურულ ტერიტორიაზე შეუშვან მხოლოდ 10 მოქალაქე, დანარჩენების რიგში დგომა კი შესაბამისი დისტანციის დაცვით მოხდეს“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში.

შეგახსენებთ, მთავრობის მიმართვის საფუძველზე, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეს ერთი თვით, 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადა. შეგახსენებთ იმასაც, რომ ამ დროისთვის ინფექცია 49 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 1 გამოჯანმრთელდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო