დავით ზალკალიანი - მომავალ კვირაში შევძლებთ ბერლინიდან საჰაერო რეისის შესრულებას - კოორდინაციაში ვართ „ჯორჯიან ეარვეისთან“ და უახლოეს დღეებში სხვა მიმართულებებიც განისაზღვრება

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, სხვადასხვა რეისებით საქართველოს 3000-მდე მოქალაქემ მოახერხა დაბრუნება.

მისივე თქმით, მომავალ კვირაში ბერლინიდან იგეგმება საჰაერო რეისი საქართველოს მიმართულებით.

„კორონავირუსის სწრაფად გავრცელების დინამიკასთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების უმრავლესობამ მიიღო შემზღუდავი ზომები საჰაერო ფრენებთან დაკავშირებით. ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი და საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი იმ შემზღუდავი ზომების შესახებ, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ მიიღო. ძალიან კარგად გვესმის, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს პრობლემები შეექმნათ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ უნდა ითქვას, რომ საქართველოს მთავრობის ძალისხმევით და საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით, საქართველოს 3000-მდე მოქალაქემ მოახერხდა სხვადასხვა რეისით საქართველოში დაბრუნება. ჩვენ შევძელით და შევასრულეთ სპეციალური რეისები რომიდან, ჩინეთიდან, ირანიდან, პოლონეთიდან, ვარშავიდან, ბულგარეთიდან, მინსკიდან. ამავე დროს, ჩვენი საკონსულოები და საელჩოები მოქალაქეებს საკონსულტაციო რეჟიმში ეხმარებოდნენ, რომ სხვადასხვა ალტერნატიული გზები ეპოვათ სამშობლოში დასაბრუნებლად. სიტუაცია ძალიან რთულია, რომლის მსგავსიც არასდროს ყოფილა მსოფლიოში და ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს პრობლემები შევუმსუბუქოთ გადაადგილებასთან დაკავშირებით. მომავალ კვირაში ჩვენ შევძლებთ ბერლინიდან საჰაერო რესის შესრულებას. მუდმივ კოორდინაციაში ვართ ქართულ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისთან“ და მათთან კოორდინაციაში მოხდება სხვა მიმართულებების განსაზღვრა უახლოეს დღეებში“, - აღნიშნა ზალკალიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა