მარინა ეზუგბაია განმარტავს, რომ პრეპარატი „პლაქვენილი“ საპროფილაქტიკო მოხმარების არ არის და არავითარი აუცილებლობა არაა, რომ მოსახლეობამ შეიძინოს

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია განმარტავს, რომ პრეპარატი „პლაქვენილი“ საპროფილაქტიკო მოხმარების არ არის.

ეზუგბაიას განცხადებით, არავითარი აუცილებლობა არ არის, რომ მოსახლეობამ შეიძინოს და სახლში დააწყონ ეს პრეპარატები.

„პლაქვენილი“ არ არის საპროფილაქტიკო მოხმარების პრეპარატი. ეს პრეპარატი მხოლოდ ინფიცირებულებს ენიშნებათ. არავითარი აუცილებლობა არ არის შეიძინონ და სახლში დააწყონ ეს პრეპარატები. ასეთმა საქციელმა შეიძლება დეიფიციტური გახადოს და კლინიკაში მოთავსებულმა პაციენტმა ვეღარ მიღოს. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც დაუდასტურდება ვირუსი და მოხვდება კლინიკაში, ამ პრეპარატს მიიღებს და მისი სახლში დაწყობის საჭიროება არ არის“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო