მარინა ეზუგბაია 80 წელს გადაცილებულ პაციენტებზე - მათი ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, თუმცა პრობლემური არიან ასაკის გამო და იმის გამო, რომ ერთ-ერთს მძიმე ნევროლოგიური დაავადება აქვს

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 49 დადასტურებული შემთხვევიდან 2 პაციენტია 80 წელს გადაცილებული.

როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე აღნიშნული პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.

„მათი ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. თუმცა პრობლემური არიან ეს პაციენტები პირველი - ასაკის გამო და მეორე - იმის გამო, რომ ერთ-ერთს მძიმე ნევროლოგიური დაავადება აქვს. ასეთ პაციენტებთან წინასწარი პროგნოზის გათვლა შეუძლებელია. შესაძლებელია მოხდეს დაავადების პროგნოზირება და ამის გამო გართულებები, რომელიც შესაძლებელია, რომ ცუდი გამოსავლის საწინდარი იყოს, მაგრამ ამ ეტაპზე, მათი მდგომარეობა სტაბილურია და იმედი მაქვს ასე გაგრძელდება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

რამაზ საყვარელიძე - იმ სოციოლოგიური კვლევების ფონზე, რაც მრავლად ტარდება, გაუგებარია, საიდან გაუჩნდა ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების და მთავრობის შექმნის იმედი
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2020
ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ჯილიან სტირკი - ყველას შევახსენებდი, რომ საქმე პოლიტიკური პროცესის მთლიანობას ეხება, სწორედ ეს დევს სასწორზე
ევექსი კლინიკები მომხმარებლების უსაფრთხოებისთვის COVID 19-ის PCR ტესტირების პროცესს ცვლის
ირმა ინაშვილი - "ქართული ოცნება" კოვიდ ეპიდემიის თემას ოსტატურად იყენებს და თავის ნაცვლად ექიმებს ალაპარაკებს!" (R)
სოსო შატბერაშვილი - "თუ გსურთ შერიგება ოსებთან და აფხაზებთან - მხარი "პატრიოტთა ალიანსს" დაუჭირეთ!" (R)
გურამ ნიკოლაიშვილი: ვეტერანთა უფლებებს მხოლოდ "პატრიოტთა ალიანსი"დაიცავს! (R)