დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტი - სურსათის მარაგის პრობლემა არ დგას - მოსახლეობას მოვუწოდებ, არ მოიქცნენ ისე, რომ მაღაზიებში ხელოვნურად შეიქმნას დეფიციტი

საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს-ასოციაციის პრეზიდენტის ივა ჭყონიას განცხადებით, ქვეყანაში სურსათის მარაგის პრობლემა არ დგას.

როგორც ის „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, პროდუქტზე მოთხოვნა ამ ვითარებაში 3-ჯერ გაზრდილია და სადისტრიბუციო კომპანიები ფიზიკურად ვერ ასწრებენ მიწოდებას.

„ქვეყანაში სურსათის მარაგის პრობლემა არ დგას. ქვეყანაში უბრალოდ ამ პანიკის ფონზე მიწოდების ჯაჭვში შეიძლება შეიქმნას პრობლემა, თუმცა მინდა ხმამაღლა განვაცხადო სადისტრიბუციო კომპანიების სახელით, რომ ფორსირებულ რეჟიმში მუშაობენ, რათა მაქსიმალურად აღმოიფხვრას დეფიციტი. აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია და ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, ლარსის საბაჟო იყო ჩაკეტილი რამდენიმე დღის განმავლობაში და ბუნების წინააღმდეგ ვერავინ ვერ გავილაშქრებით, ამიტომ ჩვენი ბრალი არ არის, რომ დროულად ვერ გადმოვიდა მანქანები. თუმცა დღევანდელ დღეს უკვე დაიწყო ნაკადის შემოსვლა. იქ ასევე არის ასობით მანქანა გაჩერებული, რომელიც გადმოვა და მარაგით შეავსებს“,-აცხადებს ივა ჭყონია.

საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს-ასოციაციის პრეზიდენტი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ პანიკას არ მიეცნენ და მარაგების კეთება არ დაიწყონ, ვინაიდან თუ პანიკური ფონი დაიწყო, მარაგების შევსება უფრო გაჭირდება.

„მე ჩვენს ძვირფას მოსახლეობას მოვუწოდებ, ეს პანიკური ფონი, 20-30 სანტიმეტრში ერთმანეთის გვერდით რიგებში დგომა, გაცილებით უფრო ცუდია და სასურსათო მარაგების შეძენა გაცილებით უფრო მეტ პანიკას შექმნის, ვიდრე ჩვეულებრივი ფორმით ცხოვრების გაგრძელება, როგორც აქამდე იყო. მარაგების შევსება ფიზიკურად ძალიან გაგვიჭირდება თუ პანიკური ფონი დაიწყო და ხალხმა ძალიან დიდი მარაგების გაკეთება დაიწყო. ამ სიტუაციაში მოთხოვნა 3-ჯერ არის გაზრდილი და ფიზიკურად მიწოდებას ვერ ვასწრებთ, ანუ საწყობიდან მაღაზიებში მიტანას ვერ ვასწრებთ და ამ პრობლემამ შეიძლება კიდევ უფრო იჩინოს თავი რეგიონებში, თუ არასწორი ქმედება იქნება მომხმარებლის მხრიდან. მარაგის გაკეთება რას ემსახურება ვერ ვიგებ. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს არავის არ უთქვია, რომ წადით ახლა დროზე საკვები და პირველადი მოხმარების ნივთები იყიდეთ და ჩაიკეტეთ სახლშიო. პრემიერ-მინისტრმა გარკვევით გამოაცხადა, რომ სასურსათო მაღაზიები, ჰიგიენის მაღაზიები, ზოომაღაზიები არ დაიხურება, შესაბამისად, განსაკუთრებულ რეჟიმში გადადიან, როგორც რითეილ სექტორი, აგრეთვე სადისტრიბუციო კომპანიები, რომ მომარაგების ჯაჭვი არ გაწყდეს. მოსახლეობას მოვუწოდებ, არ მოიქცნენ ისე,რომ მაღაზიებში ხელოვნურად შეიქმნას დეფიციტი“, - განაცხადა ივა ჭყონიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა