ნინო ბურჯანაძე - საჭიროა ანტიკრიზისული გეგმა

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება კიდევ უფრო ამძიმებს ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნათლად და სწორად აღვიქვათ რა გამოწვევებისა და საფრთხეების წინაშე ვდგავართ ეკონომიკური თვალსაზრისით, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

ბურჯანაძე მოითხოვს ხელისუფლებამ სასწრაფოდ წარმოდგინოს ანტიკრიზისული გეგმა.

„მთავრობამ სასწრაფოდ უნდა შექმნას საგანგებო საბჭო, მოიწვიოს ექსპერტები და გადახედოს მსოფლიოს წამყვანი და არამხოლოდ წამყვანი სახელმწიფოების გამოცდილებას”, - აცხადებს ბურჯანაძე.

„ერთიანი საქართველოს" ლიდერის განცხადებით, ხელისუფლება ვერ შეძლებს ეკონომიკური კრიზისიდან მარტივად გამოსვლას, თუ კი ის არ გაათავისუფლებს დამატებითი ღირებულებისა და საშემოსავლო გადასახადებისგან მცირე და საშუალო ბიზნესს და არ გაატარებს სხვა აუცილებელ ღონისძიებებს.

ნინო ბურჯანაძე აღნიშნავს, რომ კრედიტების 3 თვით გადავადების შემდეგ, მოქალაქეები გაზრდილ კრედიტებს და პროცენტებს ვერ გადაიხდიან, თუ კი ისინი უმუშევრები დარჩებიან.

„მსოფლიოში უკვე არსებობს რამდენიმე ქვეყნის მაგალითი, როდესაც მთავრობები საკუთარ თავზე იღებენ ხელფასების 80% ანაზღაურებას ყველა იმ ადამიანისა, ვინც პანდემიის დროს უხელფასოდ რჩება. ჩვენ უნდა სასწრაფოდ გავაანალიზოთ, რა ტვირთის აწევას შეძლებს ჩვენი ბიუჯეტი. აუცილებელია, ვიყოთ ობიექტურები და ნათლად გავაანალიზოთ, რომ სამწუხაროდ, ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისში უკვე იმყოფება. საზოგადოებამ უნდა იცოდეს ეკონომიკური კრიზისიდან გამოსასვლელად რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს ხელისუფლება არა მხოლდ დღეს და ხვალ, არამედ როგორია მისი გრძელვადიანი პერსპექტივა.სწორედ საშუალო და გრძელვადიანი ანტიკრიზული გეგმის წარმოდგენის შემდეგ გვექნება მეტი საშუალობა ვებრძოლოთ ინფლაციას, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ სასწრაფოდ დაიწყოს მოლაპარაკებები საერთაშორისო კრედიტორებთან, რადგან ქვეყანა უპრეცენდენტო გამოწვევის წინაშე დგას.მნიშვნელოვანია სწრაფად გავიგოთ,საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების პოზიცია ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში”, - აცხადებს ბურჯანაძე, რომლის კომენტარსაც პარტია „ერთიანი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო